თარგმანი: ვინაჲთგან ზემოსა თავსა შინა კეთილად განაწესნა თითოეული თჳსითა წესითა, და დასასრულსა სიტყჳსასა ამით შეაძრწუნნა უფალნი მონათათჳს, ვითარმედ: "ნუ გგონიეს, თუმცა შენ თუალ-გახუნა ღმერთმან უფლებისათჳს, და არა შური იძია შენგან უწყალოებისათჳს მონათაჲსა, ამისთჳს აწ ყოველთა ზოგად ნუგეშინის-სცემს და განაძლიერებს წყობად წინააღმდგომისა, სასოებითა უფლისაჲთა, რამეთუ თჳნიერ ყოვლადძლიერისა ძალისა მისისა უქმ არს ყოველი ძლიერებაჲ კაცობრივი.
9. და უფალნი ეგე ეგრეთვე ჰყოფდით მათა მიმართ, შეუნდობდით რისხვასა, უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთ-ღება არა არს მის თანა.10. ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა,11. შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა.
ეფესელთა მიმართ თავი 6