თარგმანი: ვინაჲთგან არა ხოლო მონანი უფალთა, არამედ უფალნი მონათაცა ჰმსახურებენ, რამეთუ წინა-მოუმზადებენ მათ საზრდელსაცა და სამოსელსა, ამისთჳს მასვე ზემოწერილსა თუალუხუავობასა და სისწორესა უხუებისასა ეძიებს ამათგანცა, ხოლო შიშსა და ძრწოლასა, დაღათუ არა მონათა მიმართ, არამედ ღმრთისა მიმართ ქონებად ამცნებს.
ეფესელთა მიმართ 6:9
8. უწყოდეთ, რამეთუ რაჲცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან.9. და უფალნი ეგე ეგრეთვე ჰყოფდით მათა მიმართ, შეუნდობდით რისხვასა, უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთ-ღება არა არს მის თანა.10. ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა,
ეფესელთა მიმართ თავი 6