მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:13

12. რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.13. ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ.14. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ.
ეფესელთა მიმართ თავი 6
13. ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ.
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს აღიღეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა (6,13).:

თარგმანი: რაისა "ამისთჳს"? — არამედ მძჳნვარებისათჳს მტერთაჲსა ჯერ-არს გარე-მორტყმაჲ ყოვლად-საჭურველისა ღმრთისა მცნებათაჲსა, რომელნი-იგი მარცხენითთა და მარჯუენითთა დაცემათაგან განგუაკრძალებენ და წინა და უკუანა ყოფასა ვნებათა პირველობისა და შემდგომობისასა განგჳცხადებენ, და ორკერძოვე მარჯუენე გუყოფენ წინააღმდგომთა მიმართ. ამისთჳს ყოვლადსაჭურველ ეწოდების, ვითარცა ერთგუამთა და ყოვლითა საჴმარებითა აღსავსეთა, რამეთუ თითოეული მათი ურთიერთას შეწყობილ არს. ხოლო დღედ ბოროტად საწუთროჲსა ამის სიბოროტესა უწოდს, და ერთ-დღეობითა წუთ-ჟამობასა ამის ბრძოლისასა გჳჩუენებს, ვითარმედ საწუთროსა ამას თანა დაჴსნად არს წყობაჲ ეშმაკთა და ვნებათაჲ.

ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რაჲთა შეუძლოთ წინადადგომად დღესა მას ბოროტსა (6,13).:

პავლესი: სოფლის მპყრობელთა (6,12).

თარგმანი: სოფლის მპყრობელად სახელ-სდებს, არა თუ სოფელი უპყრიეს მათ; არამედ სოფლად ესეცა და სხუანიცა წერილნი მრავალთა ადგილთა ბოროტთა საქმეთა იტყჳან.

პავლესი: რაჲთა შეუძლოთ წინადადგომად დღესა ბოროტსა (6,13).

თარგმანი: დღედ ბოროტად იტყჳს დღესა ცოდვისასა, რაჟამს გუენებოს ქმნაჲ ცოდვისაჲ და იგი არს ბოროტი დღჱ ჩუენ ზედა.

პავლესი: შეირტყენით წელნი თქუენნი (6,14).

თარგმანი: პირველ ყოვლისა გულისთქუმათა განქარვებასა გუასწავებს, რამეთუ წელთა შინა არიან თირკუმელნი და მათ შინა არს გულისთქუმისა ძალი.

სიტყვა ოცდამეშვიდესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთ წინადადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რათა სდგეთ, (ეფესელთა 6, 13).

დღეს წაკითხულსა სამოციქულოსა შინა, ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, წმინდა მოციქული პავლე აგვიხსნის ჩვენ, რომ ცხოვრება ჩვენი ქვეყანასა ზედა, არის ბრძოლა, მოღვაწეობა, ჭიდაობა; სოცოცხლე ჩვენი გარემოცული არის მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა მიერ; დიდი ღონე, სიმტკიცე და თავის გამომეტება გვმართებს ჩვენ, რომ ჯეროვნად და სათანადოდ გავატაროთ ჩვენი ცხოვრება. თუ თვით ღმერთი არ შეგვეწევა და არ გაგვაძლიერებს, ჩვენ არ შეგვიძლია გავმაგრდეთ ბრძოლასა შინა, რადგანაც ბრძოლა ჩვენი არ არის ხორცთა და სისხლთა მიმართ, ესე იგი უძლურთა, სუსტთა კაცთა თანა, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა ამის სოფლისათა, ესე იგი საშინელთა უხილავთა და უკეთურთა სულთა მიმართ. ამისათვის, დაუმატებს წმიდა მოციქული პავლე: აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთ წინა-დგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რათა სდგეთ.

გავაჩეროთ ყურადღება ჩვენი ამ უკანასკნელ სიტყვათა ზედა დღეს წაკითხულის სამოციქულოისა. ამ სიტყვებში წმიდა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის