📋 სარჩევი
პავლესი: სოფლის მპყრობელთა (6,12).
თარგმანი: სოფლის მპყრობელად სახელ-სდებს, არა თუ სოფელი უპყრიეს მათ; არამედ სოფლად ესეცა და სხუანიცა წერილნი მრავალთა ადგილთა ბოროტთა საქმეთა იტყჳან.
პავლესი: რაჲთა შეუძლოთ წინადადგომად დღესა მას ბოროტსა (6,13).
თარგმანი: დღედ ბოროტად იტყჳს დღესა ცოდვისასა, რაჟამს გუენებოს ქმნაჲ ცოდვისაჲ და იგი არს ბოროტი დღჱ ჩუენ ზედა.
პავლესი: შეირტყენით წელნი თქუენნი (6,14).
თარგმანი: პირველ ყოვლისა გულისთქუმათა განქარვებასა გუასწავებს, რამეთუ წელთა შინა არიან თირკუმელნი და მათ შინა არს გულისთქუმისა ძალი.