თარგმანი: ამას ადგილსა მეორისა მის სარწმუნოებისა აღებად გუამცნებს, რამეთუ პირველი სარწმუნოებაჲ არს შჯულთა მართლმადიდებლობისაჲ, რომელი-ესე ყოველთაჲ არს. ხოლო მეორე და ვიეთიმე რჩევითთაჲ იგი არს, რომლისათჳს უფალი ეტყჳს მოწაფეთა: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ" (), და კუალად, იგინი ეტყჳან: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (). ამით ესევითარითა სარწმუნოებითა დაშრტებიან ყოველნი იგი ისრად წოდებულნი გულისსიტყუანი გულისთქუმისანი და ზედა-აღდგომანი განსაცდელთანი, რამეთუ არა ხოლო ფარსა, არამედ წყალსა ცხოველსაცა მიემსგავსების ესევითარი იგი სარწმუნოებაჲ, დამშრეტელად ცეცხლსა გულისთქუმათასა.
15. და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ.16. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად;17. და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ;
ეფესელთა მიმართ თავი 6