მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:15

14. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ.15. და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ.16. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად;
ეფესელთა მიმართ თავი 6
15. და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ.
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ, და შეისხენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ (6,14-15).:

თარგმანი: ვინაჲთგან წესიერად განგუაწყვნა და ახოვნად დაგუადგინნა, აწ ჯეროვნად აღგუჭურავს სიტყჳთა სწავლისა და მოძღურებისაჲთა, და პირველად უკუე მორტყმითა წელთაჲთა შემოკრებად და შეიწრებად გუამცნებს ქუემეთრევობასა და მიმოდამთხევობასა გულისთქუმისასა, მიმოგანბნეულებისაგან გულისსიტყუათაჲსა, რაჲთა მოღუაწებითა ვაჭიროთ წელთა, სიახლესა მას თირკუმელთასა, და ზე-აღმოვკრიბოთ ნამეტნავი მისი, მსგავსად სამოსლისა მჴედართაჲსა, რამეთუ ვითარცა ნავისა სიმძიმე ყოველივე საშუვალსა მას ძელსა, ტროპიად სახელდებულსა, უტჳრთავს, და არს იგი მისთჳს, ვითარცა საფუძველი სახლისათჳს, ეგრეთვე ჩუენდა არიან წელნი, რამეთუ მათ ზედა დადებითა განუსუენებთ ჴელთა სიმაშურალისაგან. ამათ უკუე ძალთა სულისა ჩუენისათა, რომელთა სახისმეტყუელებით წელად უწოდს, ჭეშმარიტებითა მორტყმად გუამცნებს. ხოლო ჭეშმარიტებაჲ მრავალსახითა სახელითა გულისჴმა-იყოფების. ჭეშმარიტება უწოდიან მართლმადიდებლობასა შჯულთასა; ჭეშმარიტება ეწოდების გამოცდილებასა საქმეთა მოღუაწებისათასა; ესე იგი არს სარწმუნოებაჲ მართალი და საქმენი კეთილნი. და ჭეშმარიტება ეწოდების განშორებულსა მზაკუვარებისაგან, რომელსა არარაჲ აქუნდეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის