თარგმანი: სიტყუაჲ ესე არა პირველად წერილ არს აღთქუმათა შინა მეორისა შჯულისათა, რამეთუ უწინარეს ამისსა არიან: "არა იმრუშო" (), "არა კაც-ჰკლა" (), არამედ ესენი — განყენებანი ოდენ არიან ბოროტისაგან და არა მოქმედებანიცა კეთილისანი. ამისთჳს შემდგომად მათსა წერილსა — პირველობაჲ მისცა მოციქულმან, ვითარცა მაწუეველსა კეთილთა მოქმედებისასა, და მის თანავე მქონებელსა აღთქუმისასა, ვითარმედ: "ესე თუ ჰყო, იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა". იხილე სიბრძნე სიტყუათაჲ ამათ, ვინაჲთგან ჩჩჳლთა მიმართ უსრულთა მეტყუელებს, არა აღუთქუამს მათ დიდთა რათმე, ვითარ-იგი არს სასუფეველი ცათაჲ, არცა აღაბაძვებს მსგავსებად ქრისტესსა, ვითარ-იგი უყო ქმართა და ცოლთა, არამედ სძესა ასუამს, შემსგავსებულად ჰასაკისა მათისა, რამეთუ, რაჲ უსაწადელეს არს ყრმათადა, ვითარ დღეგრძელებაჲ ქუეყანასა ზედა! ამისთჳს ესოდენსა ეტყჳს, რაოდენსა შემძლებელ არიან დატევნად.
ეფესელთა მიმართ 6:2
1. შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი.2. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა.3. რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა.
ეფესელთა მიმართ თავი 6