თარგმანი: ორსახე არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ გინათუ ამას იტყჳს, ვითარმედ: მშჳდობაჲ და სიყუარული თანა-აც ქონებად ძმათა მიმართ ოდენ და ზიართა სარწმუნოებისა და მართლმადიდებლობისათა, და არა ურწმუნოთაცა გინა მწვალებელთა, რომელთა თანა ერთობაჲ განმრყუნელი არს სარწმუნოებისაჲ; ანუ თუ ამას, ვითარმედ: არარად სარგებელ არს მშჳდობაჲ და სიყუარული, უკუეთუ არა სარწმუნოებით იყოს და საღმრთოდ, ვითარ-იგი უყუარს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა.
ეფესელთა მიმართ 6:23
22. რომელი-იგი მივავლინე თქუენდა ამისთჳს მებრ, რაჲთა უწყოდით ჩუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა.23. მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.24. მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა უხრწნელებით. ამინ.
ეფესელთა მიმართ თავი 6