მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:24

23. მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.24. მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა უხრწნელებით. ამინ.
ეფესელთა მიმართ თავი 6
24. მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა უხრწნელებით. ამინ.
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა უხრწნელებით, ამენ (6,24).:

თარგმანი: იხილე, თუ ვითარ მოკლითა ამით სიტყჳთა მრავალსახესა ძალსა სიტყჳსასა წინა-დამიდებს ჩუენ, ვითარმედ: ესე არს მადლი, რომელი მიეცემის მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა — უხრწნელებაჲ და ცხორებაჲ საუკუნოჲ; და ვითარმედ: სიყუარული ქრისტესი არა მსგავს არს სოფლიოთა ამათ განხრწნადთა სიყუარულთა, არამედ განუხრწნელად ჰგიეს და მარადღე მიანიჭებს ყოველთა უხრწნელებასა. და კუალად ესრეთცა, ვითარმედ: სიყუარული ქრისტესი უხრწნელებით იქმნების, რაჲთა კაცი არარათ განხრწნადთა ნივთთა ცოდვისათა დაემონებოდის, არცა რათ წარმავალთა საქმეთა მოქმედებასა შინა წარაგებდეს დღეთა თჳსთა, არამედ მარადის მას იქმოდის, რომელი უხრწნელად და წარუვალად დაშთომად არს. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ყოველი ცოდვაჲ და სიბოროტე ხრწნილება არს სულისა, და ყოველი სათნოებაჲ და სიმართლე —უხრწნელება მისსა, ვინაჲცა თჳთ თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამასვე დასდებს სასწაულად სიყუარულისა თჳსისა, ვითარმედ: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). ხოლო მცნებანი მისნი ყოვლითურთ აღმომფხურელ არიან ცოდვათა და გზა ყოველთა სათნოებათა. ხოლო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის