თარგმანი: ამიერ ცხად-ჰყოფს, ვითარმედ კაცთმოთნებაჲ განაშორებს კაცსა მონებისაგან ქრისტესისა. ამისთჳს არა ხოლო თუალთა წინაშე უფალთასა, არამედ თჳსაგანცა, და არა ხოლო ბრძანებულისა, არამედ ყოვლისავე ძალისაებრისა მსახურებისა ქმნად ამცნებს, რაჲთა არა ხოლო სიტყუასა, არამედ გულისაცა ნებასა აღუსრულებდენ, და ამის ყოვლისა ქმნად არა იძულებით და მძლავრებით, არამედ ნებითაცა თჳთმფლობელითა, რამეთუ უფალსაცა ესრეთ ჰნებავს, რაჲთა ყოველსავე მსახურებასა მისსა და ურთიერთასსა თჳთმფლობელითა ნებითა იქმოდი6 კაცნი.
ეფესელთა მიმართ 6:6
5. მონანი ერჩდით ჴორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისაჲთა, ვითარცა ქრისტესა,6. ნუ თუალთა წინაშე თუალ-ღებით მონებად, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად;7. გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა;
ეფესელთა მიმართ თავი 6