მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:8

7. გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა;8. უწყოდეთ, რამეთუ რაჲცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან.9. და უფალნი ეგე ეგრეთვე ჰყოფდით მათა მიმართ, შეუნდობდით რისხვასა, უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთ-ღება არა არს მის თანა.
ეფესელთა მიმართ თავი 6
8. უწყოდეთ, რამეთუ რაჲცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან.
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უწყოდეთ, რამეთუ რაჲცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინათუ მონამან, გინათუ აზნაურმან (6,8).:

თარგმანი: ვინაჲთგან მრავალნი უფალთაგანნი არა გა-რდაიჴდიან ჯეროვანსა სასყიდელსა მონებისასა, ამისთჳს დაკლებულსა სასყიდელსა უფლისა მიერ მიცემად აღუთქუამს ყოველთა, რაჲცა ვინ ვის ჰმსახუროს, მონამან გინა აზნაურმან, უფალსა გინა უცხოსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის