...ხუანი ცხრა ჟამ და სხუანი მეათერთმეტესა ჟამსა, მიმწუხრისა მახლობელად.
და კუალად ესეცა ვთქუა, ვითარმედ გონებისაებრ მსმენელთაჲსა და ვითარცა იცოდა კაცად-კაცადისა, თუ ისმენნ, მაშინცა უწოდა, ვითარცა პავლე იტყჳს: „რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა“. ხოლო ოდეს სათნო-იყო? ოდეს იცოდა, ვითარმედ ისმენს იგი წოდებასა მას; რამეთუ ღმერთსა ენება პირველითგანვე, ხოლო ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ არა ისმენს იგი, მიუშუა, და მაშინ სათნო-იყო წოდებად მისა, რაჟამს ეგულებოდა მას მორჩილებაჲ. ეგრეთვე ავაზაკსა მას უწოდა. არა თუ პირველცა არა ძალ-ედვა წოდებად, არამედ იგი არა ისმენდა. ამისთჳს მაშინ უწოდა, ოდეს იცოდა, ვითარმედ ისმინოს. ეგრეთვე ყოველთა, რომელთა მიიღეს ზეგარდამო წოდებაჲ, კაცად-კაცადსა ოდეს ეგულებოდა მორჩილებაჲ, მა-შინცა მიიღო წოდებაჲ; ხოლო სხუათა მათ ერთა, ესე იგი არს, ყოველსა სოფელსა, დაუცადებელად უწოდს და ჴმითა მაღლითა იტყჳს: „მოედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. გარნა კაცად-კაცადი ნებისაებრ თჳსისა ისმენს წოდებასა მას, რომელნიმე ადრე და რომელნიმე გჳანად; სხუანი ყოვლადვე არა ისმენენ, არამედ უქმობასა მ...