...„ჰნებავნ განცხადებულად ყოფაჲ“, დიდებისმოყუარებისა დამწამებელი არს.
ხოლო შენ გულისხმა-ყავ ძალი ქრისტესი, რამეთუ ამათგანნი, რომელნი ამათ სიტყუათა ეტყოდეს, ერთი იქმნა პირველ იერუსალჱმისა ეპისკოპოს, - ნეტარი იაკობ, - რომლისათჳს მოციქული პავლე იტყჳს: „სხუაჲ მოციქულთაგანი ვერ ვიხილეო, გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ“, და კუალად იუდა, და იგიცა ფრიად დიდ და საკჳრველ იქმნა. გარნა ჯერეთ ფრიად უმეცარ იყვნეს, დაღაცათუ ესენიცა იყვნეს კანას, რაჟამს წყალი ღჳნოდ გარდააქცია, და ჯერეთ ვერაჲვე გულისხმა-ეყო. სადაჲთ უკუე იქმნა მათა ესეზომი იგი ურწმუნოებაჲ? ნებისაგან მათისა და შურისაგან, რამეთუ თჳსთა მიმართ იქმნების მრავალგზის შური. ხოლო ვიეთ იტყჳან აქა მოწფად? ერსა მას მრავალსა და არა ათორმეტთა. იხილე უკუე, თუ ქრისტემან რაჲ ყო, ვითარ ტკბილად მიუგო, რამეთუ არა ჰრქუა, თუ: თქუენ ვინ ხართ, რომელ ამას მეტყჳთ და მასწავლით? გარნა მიუგო, ვი-თარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს“ (7,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამით სიტყჳთა, მე ვჰგონებ, თუ სხუასაცა რასმე მოასწავებს, რამეთუ ნუუკუე მიცემასაცა მისსა განიზრახვიდეს ჰურიათა, და ამისთჳს თქუა, თუ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს“, ესე იგი არს, ჟამი ჯუარ-ცუმისა და სიკუდილისაჲ, და რაჲსათჳს უწინარეს ჟამისა ის...