თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "ამპარტავანებით თჳსსა ოდენ დაამტკიცებს სიტყუასა", ამისთჳს პირველად თავი თჳსი შეაჩუენა, უკუეთუ იპოოს შემცვალებელ რაჲსამე, მის მიერ ერთგზის მათდა ქადაგებულისა. ამისსა შემდგომად იტყჳს, ვითარმედ: "არღა ვიტყჳ პეტრეს ანუ იოვანეს ანუ სხუასა ვისმე კაცთაგანსა, არამედ დაღაცათუ ზეცისა ძალთაგანი იყოს სხჳსა ქადაგებისა შემომღებელი, შეჩუენებულ იყავნ". ხოლო ამას რაჲ იტყჳს, არა თუ პეტრე ანუ ზეცისა ძალნი იპოებიან ოდესცა შემცვალებელ ქრისტეს ქადაგებისა; ნუ იყოფინ! არამედ ყოვლად ერთობასა აჩუენებს თჳსისა და სხუათა მოციქულთა ქადაგებისასა, რაჲთა ამით სახითა წარუკერნეს პირნი მათნი, რომელნი განსწვალებენ ქადაგებასა მოციქულთასა, ვითარმცა პეტრე სხუებრ და პავლე სხუებრ რასმე ქადაგებდეს, რომელთა ერთჴმობისა სწორებით მოწამე არიან ანგელოზნი კაცთა თანა.
გალატელთა მიმართ 1:8
7. რომელ სხუაჲ არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი.8. არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!9. ვითარცა წინაწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ!
გალატელთა მიმართ თავი 1