1.პავლე მოციქული არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ, არამედ იესუ ქრისტეს მიერ და ღმრთისა მამისა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით,2.და ჩემ თანა ყოველი ძმანი ეკლესიათა გალატიაჲსათა:3.მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა,4.რომელმან მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს, რაჲთა განმარინნეს ჩუენ სოფლისა ამის ბოროტისაგან ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა,5.რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.6.მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად,7.რომელ სხუაჲ არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი.8.არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!9.ვითარცა წინაწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ!10.აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ.11.ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ,12.და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა.13.რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ.14.და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღრუებათა.15.ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა16.გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცთა და სისხლთა,17.არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ.18.და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად პეტრესა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე.19.ხოლო სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ.20.და რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, აჰა ესერა წინაშე უფლისა, რამეთუ არა ვტყუვი.21.და მერმე მოვედ ადგილთა მათ ასურეთისა და კილიკიაჲსათა.22.ხოლო ვიყავ შეუსწავებელ წინაშე პირსა ეკლესიათა მათ ჰურიასტანისათა, რომელნი იყვნეს ქრისტეს მიმართ;23.გარნა სმენით ხოლო ესმინა, ვითარმედ რომელი-იგი გუდევნიდა ჩუენ ოდესმე, აწ ახარებს სარწმუნოებასა მას, რომელსა-იგი ოდესმე ტყუენვიდა.24.და ადიდებდეს ჩემთჳს ღმერთსა.
პავლე მოციქული, არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ (1,1).
გუაკურთხენ, მამაო.
ვინაჲთგან ჰურიათაგანნი იგი, რეცა მორწმუნენი, ამით სახითა განსდრეკდეს გალატელთა, კუალად მონებად წესთა ჰურიაობისა და წინადაცუეთისათა, ვითარმედ: არა ჯერ-არს პავლესი რწმუნებაჲ, რამეთუ იგი არა თუალით მხილველი არს ქრისტესი, არამედ უკუანაჲსკნელ მოსრული მოწაფე პეტრესი და მისთანათაჲ, რომელნი-იგი უწინარესნი არიან მისსა, და არავის აყენებენ წინადაცუეთად, ვითარცა მოციქულნი ქრისტესნი და თჳთ...
დაღაცათუ ჩვენ, გინათუ ანგელოსი ზეცით გახარებდეს თქვენგარეშე მისა, რომელი იგი გახარე თქვენ, შეჩვენებულ იყავნ (გალატელთა 1, 8).
დღეს თქვენდანი არის ჩემი სიტყვა და ქადაგება, საყვარელნო ყრმანო, რომელნი სწავლობთ სახორციელო და სასულიერო სასწავლებელთა შინა ამის ქალაქისათა. დღეს მე ჩემი საღმრთო მოვალეობა უნდა ავასრულო თქვენს წინაშე: თქვენ უნდა მოგცე სწავლა, დარიგება, დაფრთხილება. ისმინეთ ყურადღებით სიტყვა ჩემი და მოიხმარეთ იგი თქვენი სულიერისა სიკეთისა და წარმეტებისათვის.
მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს (13,3).:
...და იგივე არს მიაყენაჲ სულისაჲ დიდთაგან და მცირეთა. ხოლო აწინდელი ესე ჴელთ-დასხმაჲ ბარნაბაჲსი და სავლესი, ვითარ ვჰგონებ, ზეშთა აღიყვანებს მათ პატივისაგან მოწფობისა და დიაკონობისა პატივსა მოციქულობისა და მღდელობისა და ეპისკოპოსობისასა. ვინაჲცა შენ, გესმოდის რაჲ პავლესგან, ვითარმედ "არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ" (), გულისჴმა-ყავ, ვითარმედ პირველისა მის ზეცით წოდებისა თჳსისათჳს იტყჳს, რომელი ქრისტეს მიერ იქმნა, და კუალად, აწინდელიცა ესე მოციქულად განჩინებაჲ დაღაცათუ ჴელთდასხმითა კაცთაჲთა იყო, არამედ ბრძანებითა და გამორჩევითა სულისა წმიდისაჲთა იქმნა, რომელი-იგი უფალი არს და მეუფე და ღმერთი, ქმნად ყოვლისავე, რაოდენსა მამაჲ და ძე იქმან, რამეთუ ღმრთეებით ერთ არს ყოველი მოქმედებაჲ წმიდისა სამებისაჲ.
ესენი უკუე, ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად, და მიერ ნავითა წიაღჴდეს კჳპრედ (13,4).
თარგმანი: სული წმიდაჲ იყო მყვანებელ მათდა. ამისთჳს არა უტევნა დაყოვნებად სელევკიას, რამეთუ არაჲ შჭირდა მათ უღონოებაჲ ქადაგთაჲ, რამეთუ მახლობელ იყვნეს ანტიოქიისა, არამედ ზღუასა ზედა აღიყვანნა ფერჴნი მათნი, რაჲთა განსთხიონ მისგან მომმუხველობაჲ იგი მარილიანობისაჲ, რამეთუ ზღუაჲ სახე არს სოფლისა დაუდგრომელობისაჲ მღელვარებითა თჳსითა, და მ...
სწავლაჲ ნე ქებაჲ მონაზონთაჲ, რომელნი მარადის გლოასა შინა არიან და ჴსენებასა საუკუნოჲსა სასჯელისასა:
...ივი და სიმტკიცე სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
სწორად დაწყებისა ჰყოფენ აღსასრულსა და კუალად მასვე პირსა მადლობისასა იწყებენ, ვითარცა პავლეცა იქმს მრავალგზის; რამეთუ დაწყებასა ებისტოლისასა ესრეთ თქუა გალატელთა მიმართ: „ნებითა ღმრთისა და მამისაჲთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
და მეყსეულად მასვე პირსა იწყო, რომლისათჳს იტყოდა.
და კუალად ჰრომაელთა მიმართ მისწერს: „ჰმსახურესო დაბადებულთა და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, ამენ“.
და არა აღასრულა ამას ზედა ებისტოლე იგი, არამედ კუალად იწყო მასვე პირსა.
ამისა მსგავსად ღმრთისმოყუარენიცა იგი იქმან, რამეთუ შეწირონ რაჲ მადლობაჲ იგი და დიდებაჲ წმიდისა სამებისაჲ, კუალად იტყჳან: „დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა, წმიდაო, დიდებაჲ შენდა, მეუფეო, რამეთუ მოგუცენ ჩუენ ჭამადნი საზრდელად და განსამტკიცებელად“; რამეთუ არა დიდთა ხოლო საქმეთათჳს, არამედ მცირეთათჳსცა ჯერ-არს მადლობაჲ. ამისთჳს ნეტარნიცა იგი ჰმადლობენ მოცემისა მის-თჳს ჭამადთაჲსა, რაჲთა არცხჳნონ წვალებასა მას მანიქეველთასა, რომელნი ცხორებასა ამას ბოროტად სახელ-სდებენ. და რაჲთა ფრიადისა მის მარხვისათჳს ვერვინ თქუას, თუ ჭამადნი ღმრთისა მი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:
...იდ ეკლესიათა ღმრთისათა“; და კუალად იტყჳს: „მოვიდა იესუ ცოდვილთა ცხორებად, რომელთაგანი პირველი მე ვარ“; და მერმე იტყჳს: „გასმიეს ყოფაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ ვსდევნიდი ეკლესიათა ღმრთისათა“. რამეთუ ვითარცა ნაცვალად მიაგებს ქრისტესა მისისა სახიერებისა გამოჩინებასა, რომელ გამოაჩინებს, ვითარმედ ესევითარი იგი მტერი და მბრძოლი ესრეთ აცხოვნა, და ქადაგებს კადნიერებით ბრძოლასა მას, რომლითა ებრძოლა პირველ ქრისტესა, და შემდგომად ამისა სასოწარკუეთილთა ყოველთა მისცა სასოებაჲ ცხორებისაჲ, რამეთუ იტყჳს: „ქრისტემანცა ამისთჳს ესე ყო, რაჲთა ჩემ ზედაცა გამოაჩინოს გარდამატებული იგი სახიერებაჲ მისი სახედ მომავალთა მათ სინანულად“. არამედ პირველისა მის სიტყჳსა მიმართვე მოვაქციოთ, რომელსა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ მოვიდა, რომელი-იგი ყოველგან არს და ყოველივე აღუვსიეს? რომელი ადგილი დააცალიერა თავისაგან თჳსისა, რომელსა ყოველივე ჴელითა უპყრიეს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვი-თარმედ ადგილი არცა ერ...