თარგმანი: პირველისა მის აღსლვისა მიზეზ იყო ხილვაჲ პეტრესი, ხოლო აწ კუალად წარავლინებს მას გამოცხადებაჲ საღმრთოჲ ბარნაბაჲთურთ და ტიტეთ, რაჲთა მრავალთა მოწამეთა წინაშე განაცხადოს ქადაგებაჲ თჳსი.
...ს შორიელად წარავლენენ ანტიოქიით იერუსალემდ. რამეთუ უწყიან, ვითარმედ იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა ჯერ-არს წარჴდომად უდებებითა შჯულისაგანი და წინაჲსწარმეტყუელთაჲ. ხოლო აწინდელი ესე აღსლვაჲ პავლესი იგი არს, რომლისათჳს თჳთვე დასწერს, ვითარმედ: "მეათოთხმეტესა წელსა აღვედ ბარნაბაჲს თანა. ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა." () ესრეთ უკუე კეთილად გარე-წარაქცინა პავლე ჰურიათა-განმან მთავრობის მოყუარებისათჳს წარმოსრულნი იგი იერუსალემით ჰურიანი, რომელთა, ვინაჲთგან იერუსალემს ვერ ეძლო მოძღუარ ყოფაჲ, მუნ მყოფობისაგან მოციქულთაჲსა, ამისთჳს მოწაფეთა მიმართ ანტიოქიად გარდამოვიდეს, რაჲთა ქადაგებითა ამით წინა-დაცუეთისაჲთა მოძღუარ მათდა იქმნნენ.
და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან და გან-რაჲ-ჰვლიდეს ფინიკესა და სამარიასა, მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველთა შორის ძმათა, და მი-რაჲ-ვიდეს იერუსალემდ, შეწყნარებულ იქმნნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა. და მიუთხრეს მათ, რაოდენი რაჲ ყო ღმერთმან მათ თანა და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ (15,3-4).
თარგმანი: ვითარცა მსახურნი ქრისტესნი, არცაღა მგზავრ დააცადებდეს ქადაგებასა პავლე და ბარნაბა, რამეთუ თჳთ ხარებაჲ იგი წარმართთა მორევისაჲ ქადაგებაჲ იყო ჰურია...