მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:12

11. და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდებულ იყო.12. და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთამე იაკობისგან წარმართთა თანა ჭამდა; ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თჳსი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან.13. და მის თანა ორგულ იქმნნეს სხუანიცა ჰურიანი, ვიდრე ბარნაბაცა მიერჩდა მათსა მას ორგულებასა.
გალატელთა მიმართ თავი 2
12. და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთამე იაკობისგან წარმართთა თანა ჭამდა; ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თჳსი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან.
თავი გ̂. პეტრეს მიმართ სიტყჳსგებისათჳს, ვითარმედ სარწმუნოებითა და არა შჯულითა არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდემულ იყო, და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთამე იაკობისგან, წარმართთა თანა ჭამდა; ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თჳსი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან (2,11-12).:

თარგმანი: კეთილად და მტკიცედ უწყოდე, ვითარმედ ვითარ-იგი ჟამ ერთ მიშუებაჲ წინადაცუეთისაჲ, ეგრეთვე აწინდელიცა ესე წინააღდგომაჲ პავლესი პეტრეს მიმართ განგებულებაჲ იყო და არა გულითადი მკსინვარებაჲ. ამისთჳს თჳთვე იტყჳს, ვითარმედ: "წინაშე პირსა მისსა აღუდეგ", ესე იგი არს, ვითარმედ გარეშე ოდენ პირისაჲ იყო წინააღდგომაჲ ჩუენი, რომელთა გულნი ერთ იყვნეს ღმრთისა მიმართ. ხოლო მიზეზი ესე იყო რეცა წინააღდგომისაჲ მის, რამეთუ პეტრე უძლურებისათჳს ჰურიათაგანთაჲსა ჟამერთ თანა-მიჰყვებოდა სიჩჩოებასა მათსა, ვითარცა ქადაგი მათი და მათ შორის მყოფი, რეცა რიდობითა მათდა საძნაურთა საქმეთაჲთა, რომელნი-იგი მათ ძუელსა შინა აქუნდეს, არა პურისმტე ყოფაჲ წინადაუცუეთელისაჲ, და ამის საქმისა კრძალვასა ჯერეთ მათ თანა იჩემებდა პეტრე, ვიდრე იყო იგი იერუსალჱმს, ხოლო მო-რაჲ-ვიდა ანტიოქიად, არღარა საჴმარ იყო წარმართთა შორის ქონებაჲ მისვე რიდობისაჲ. ამისთჳს მათ თანა ჭამდა, ვიდრემდის მოივლინნეს მუნ იაკობისგან, ძმისა უფლისა და პირველისა ებისკოპოსისა იერუსალჱმისა, ჰურიათაგანნი მორწმუნენი, ჯერეთ დამცველნი ძუელთაცა წესთანი, რომელთა წინაშე შეიკდიმა პეტრე, რაჲთა არა გამოჩნდეს თჳთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის