თარგმანი: ორგულებად ამისთჳს უწოდს განგებულებით ქმნილსა მას საქმესა, რამეთუ, ვითარცა პირველ ვთქუ, ჯერეთ არღა ჰნებავს განცხადებაჲ, ვითარმედ განგებულებით მიუშუებდეს ჟამ ერთ პყრობად ჩუეულებისა წესთა შჯულისათა, რამეთუ არა სარგებელ იყო განცხადებაჲ ამისი ჰურიაობისაგან მოქცეულთა მათ მიმართ. ხოლო სხუად ჰურიად იტყჳს ანტიოქიას მყოფთა მათ წინადაცუეთილებისაგანთა, რომელნი-იგიცა რიდობითა იერუსალჱმით მოსრულთაჲთა განეყენნეს წარმართთა მათ წინადაუცუეთელობისაგანთა, ვიდრეღა თჳთ ბარნაბაცა ყო ესე, რომელი-იგი ჩინებულ იყო პავლეს თანა ქადაგად წარმართთა.
გალატელთა მიმართ 2:13
12. და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთამე იაკობისგან წარმართთა თანა ჭამდა; ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თჳსი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან.13. და მის თანა ორგულ იქმნნეს სხუანიცა ჰურიანი, ვიდრე ბარნაბაცა მიერჩდა მათსა მას ორგულებასა.14. არამედ რაჟამს ვიხილე, ვითარმედ არა მართლ წარმართებულ არიან ჭეშმარიტებისა მიმართ სახარებისა, ვარქუ პეტრეს წინაშე ყოველთასა: უკუეთუ შენ ჰურია ხარ და წარმართებრ და არა ჰურიაებრ სცხონდები, ვითარ აიძულებ წარმართთა ჰურიაებად?
გალატელთა მიმართ თავი 2