თარგმანი: ზემო სრულ ყო ჰამბავი იგი პეტრეს მიმართ სიტყჳს-გებისაჲ, და აწ კუალად მასვე იპყრობს გზასა სიტყჳსა თჳსისასა, ვითარმცა ესრეთ ეტყოდა გალატელთა, ვითარმედ პეტრეს მიმართისა სიტყჳს-გებისა თხრობაჲ ესოდენ იყავნ, ხოლო აწ ჩემთჳს გითხრა: "ბუნებით ჰურიაჲ ვარ", ესე იგი არს, პირველთა მამათა და პაპთაჲთგან და არა მწირ ვარ, არცა სხჳთ ნათესავით მოსრულ ჰურიაობად, რამეთუ ჰურიანი მწირთა ცოდვილ უწოდდეს წარმართთაგანობისათჳს, გარნა ვინაჲთგან ვცან, ვითარმედ არად სარგებელ მეყოფვის ღონედ განმართლებისა დამცველ-ყოფაჲ წულილადთა მათ წესთაჲ და მოქმედებაჲ საქმეთა შჯულისათაჲ. ამისთჳს მოუჴედ სარწმუნოებასა ქრისტესსა, რომელი-იგი უეჭუელად განგუამართლებს და გუაცხოვნებს.
გალატელთა მიმართ 2:16
15. ჩუენ ბუნებით ჰურიანი ვართ და არა წარმართთაგანნი ცოდვილნი;16. და უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი.17. უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნა? ნუ იყოფინ!
გალატელთა მიმართ თავი 2