მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:15

14. არამედ რაჟამს ვიხილე, ვითარმედ არა მართლ წარმართებულ არიან ჭეშმარიტებისა მიმართ სახარებისა, ვარქუ პეტრეს წინაშე ყოველთასა: უკუეთუ შენ ჰურია ხარ და წარმართებრ და არა ჰურიაებრ სცხონდები, ვითარ აიძულებ წარმართთა ჰურიაებად?15. ჩუენ ბუნებით ჰურიანი ვართ და არა წარმართთაგანნი ცოდვილნი;16. და უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი.
გალატელთა მიმართ თავი 2
15. ჩუენ ბუნებით ჰურიანი ვართ და არა წარმართთაგანნი ცოდვილნი;
თავი გ̂. პეტრეს მიმართ სიტყჳსგებისათჳს, ვითარმედ სარწმუნოებითა და არა შჯულითა არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჩუენ ბუნებით ჰურიანი ვართ და არა წარმართთაგანნი ცოდვილნი; უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა (2,15-16).:

თარგმანი: ზემო სრულ ყო ჰამბავი იგი პეტრეს მიმართ სიტყჳს-გებისაჲ, და აწ კუალად მასვე იპყრობს გზასა სიტყჳსა თჳსისასა, ვითარმცა ესრეთ ეტყოდა გალატელთა, ვითარმედ პეტრეს მიმართისა სიტყჳს-გებისა თხრობაჲ ესოდენ იყავნ, ხოლო აწ ჩემთჳს გითხრა: "ბუნებით ჰურიაჲ ვარ", ესე იგი არს, პირველთა მამათა და პაპთაჲთგან და არა მწირ ვარ, არცა სხჳთ ნათესავით მოსრულ ჰურიაობად, რამეთუ ჰურიანი მწირთა ცოდვილ უწოდდეს წარმართთაგანობისათჳს, გარნა ვინაჲთგან ვცან, ვითარმედ არად სარგებელ მეყოფვის ღონედ განმართლებისა დამცველ-ყოფაჲ წულილადთა მათ წესთაჲ და მოქმედებაჲ საქმეთა შჯულისათაჲ. ამისთჳს მოუჴედ სარწმუნოებასა ქრისტესსა, რომელი-იგი უეჭუელად განგუამართლებს და გუაცხოვნებს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის