თარგმანი: იხილე, თუ სადა აღიყვანა სიტყუაჲ მხილებისაჲ, ვითარმედ: რომელნი-იგი შჯულსა ჰმსახურებენ, ქრისტეს მადლსა შეურაცხ-ჰყოფენ, რამეთუ უკუეთუ შჯული არს განმამართლებელ და უპირატეს არს იგი მადლისა, ნამეტავ სამე იქმნა სიკუდილი ქრისტესი, რომელი-იგი განმართლებისა ჩუენისათჳს მოკუდა. ხოლო მე არცა ვჰმსახურებ შჯულსა, არცა მის ძლით შეურაცხვჰყოფ მადლსა მას ქრისტეს მიერისა განმართლებისასა.
20. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს.21. არა შეურაცხ-ვჰყოფ მადლსა მას ღმრთისასა. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა?
გალატელთა მიმართ თავი 2