მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:1

1. ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად, რომელთა თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესუ ქრისტე ჯუარ-ცუმული?2. ესე ხოლო მნებავს თქუენგან უწყებად: საქმეთაგან შჯულისათა სული იგი მიიღეთ ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა?
გალატელთა მიმართ თავი 3
1. ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად, რომელთა თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესუ ქრისტე ჯუარ-ცუმული?
თავი დ̂. ვითარმედ სარწმუნოებისა მიერ მიეცემის სიწმიდე და არა შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურებოდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა-მორჩილებად? (3,1).:

თარგმანი: პირველ წარმოთქუმულთა სიტყუათა მიერ ჯეროვნად განუცხადა თჳსი არა კაცთა, არამედ ღმრთისა მიერ მოვლინებულებაჲ მოციქულებისაჲ, ხოლო აწ იწყებს ფარულის მხილებისა განცხადებად და შჯულისა მადლსა თანა შეტყუებად და დაკნინებად. ხოლო არა ქრისტეს მცნებათა წინააღმდგომ არს ცოფ და უცნობო წოდებაჲ ესე გალატელთაჲ, რამეთუ მან არა ლიტონად ბრძანა საშჯელი, არამედ მისთჳს ოდენ, რომელმან ცუდად და უსამართლოდ ჰრქუას ვისმე ძმათაგანსა ცოფ; ხოლო ამათსა ვინმცა უცოფეს ანუ უუგუნურეს იყო, რომელნი ქრისტესა დაუტეობდეს და კუალად ჰურია-ყოფად მიიქცეოდეს, რომლისათჳსცა სიტყჳთა ამით, ვითარმედ: "ვინ გეშურებოდა თქუენ?" — კეთილად ცხად-ჰყოფს, ვითარმედ საშურველსა საქმესა შინა იყვნეს, ოდეს-იგი იყვნეს მორჩილ ჭეშმარიტებისა.

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რომელთა თუალთა წინაშე პირველივე მოგიწერე ქრისტჱ ჯუარცუმული (3,1).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესრეთ გრწმენა, ვითარმცა თუალითა თქუენითა გეხილვა ქრისტჱ ჯუარცუმული.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის