მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:6

5. რომელთაჲ ჟამ ერთცა არა თავს-ვიდევით დამორჩილებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ იგი სახარებისაჲ დაადგრეს თქუენ თანა.6. ხოლო მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემსა. პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ-ახუნის. რამეთუ მე, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, არარაჲვე მითხრეს.7. არამედ წინააღმდგომი, უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაჲ იგი წინადაუცუეთელებისაჲ, ვითარცა-იგი პეტრეს - წინადაცუეთილებისაჲ.
გალატელთა მიმართ თავი 2
6. ხოლო მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემსა. პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ-ახუნის. რამეთუ მე, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, არარაჲვე მითხრეს.
თავი ბ̂. მოციქულთა მიერ წამებისათჳს და სარწმუნოებით ცხორებისა და ერთობისათჳს მათისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემსა (2,6).:

თარგმანი: უკუეთუმცა განცხადებულად ეთქუა პავლეს, ვითარმედ ჟამ ერთ განგებულებით მიუშუეს, ვიეთ-იგი მიუშუეს წინადაცუეთად, ამით სიტყჳთა განდგებოდეს ქრისტიანობისაგან ჰურიათაგანნი იგი, მოხარულნი წინადაცუეთასა ზედა, ამისთჳს მიფარულად იტყჳს სიტყუათა თჳსთა, ვითარ თუმცა დრტჳნვიდა პეტრესთჳს, რომელი-იგი წინადაცუეთად მიუშუებდა, და დაამძიმებს სიტყუათა თჳსთა წმიდათა კერძო, რაჲთა აღუსუბუქოს უძლურთა. ამისთჳს იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ხოლო საგონებელ-რადმე-განთაჲ მათი, რომელნი-იგი ვითარ რაჲმე იყვნეს ოდესმე, არარაჲ განმყოფს მე. ესე იგი არს, ვითარმედ: საგონებელთაჲ მათი რეცა უმჯობეს ჩემსა რაჲთამე, რომელნი-იგი ოდესმე სხუებრ ქადაგებდეს მიშუებასა წინადაცუეთისასა, მაშინდელი იგი თანა-მიყოლაჲ მათი უძლურებასა მოწაფეთა მათთასა ვერ მიმდრეკს, ვერცა განმყოფს მე, ქადაგსა ამას წინადაცუეთისა დაჴსნისასა, რაჲთამცა სხუაჲ და სხუაჲ გიქადაგე; ვერღაცა კუალად მათსა მძაგებელ ანუ მაქებელ ვარ მიშუებასა წინადაცუეთისასა, რამეთუ მათ უწყიან, რასა-იგი ჰყოფდეს და რაჲსათჳს ჰყოფენ, ვინაჲცა "იყვნეს ოდესმეობაჲ" ამას ცხად ჰყოფდეს, ვითარმედ: მაშინ სადმე იყვნეს მცირედ მიმყოლელ, ხოლო აწ...

სრულად ნახვა
გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მათ, რომელნი ჰგონებდეს ყოფად რაჲმე, რომელნი მყოფ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემდა (2,6).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, რომელნი პირველ ჩემსა მოციქულნი იყვნეს, არარაჲ მისწავიეს მათგან, რამეთუ, დაღაცათუ იგინი დიდნი არიან, არა თუ ღმერთი მათსა ქადაგებასა შეუთქს, რამეთუ არა არს მას თანა თუალთღებაჲ. და არა თქუა "რომელნი მყოფ არიან", არამედ — "რომელნი მყოფ ოდესმე იყვნეს", რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ მათ ყოველთა მოციქულთაცა დაეტევა წინადაცუეთილებისა ქადაგებაჲ, რამეთუ პირველად ერიდებოდეს ჰურიათა და ვერ ეძლო ერთბამად ყოველთავე რჩულისა საქმეთა დარღუევაჲ, და ამისთჳს იტყჳს იერუსალჱმს შინა, ვითარმედ დაიცუეთდით წინა, და მცირედ-მცირედ მასცა განაქარვებდეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის