მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 2

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო მათ, რომელნი ჰგონებდეს ყოფად რაჲმე, რომელნი მყოფ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემდა (2,6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, რომელნი პირველ ჩემსა მოციქულნი იყვნეს, არარაჲ მისწავიეს მათგან, რამეთუ, დაღაცათუ იგინი დიდნი არიან, არა თუ ღმერთი მათსა ქადაგებასა შეუთქს, რამეთუ არა არს მას თანა თუალთღებაჲ. და არა თქუა "რომელნი მყოფ არიან", არამედ — "რომელნი მყოფ ოდესმე იყვნეს", რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ მათ ყოველთა მოციქულთაცა დაეტევა წინადაცუეთილებისა ქადაგებაჲ, რამეთუ პირველად ერიდებოდეს ჰურიათა და ვერ ეძლო ერთბამად ყოველთავე რჩულისა საქმეთა დარღუევაჲ, და ამისთჳს იტყჳს იერუსალჱმს შინა, ვითარმედ დაიცუეთდით წინა, და მცირედ-მცირედ მასცა განაქარვებდეს.

მოციქულისაჲ: იაკობ და კეფა და იოვანე, რომელთა ეგონნეს სუეტად თავნი თჳსნი, მარჯუენაჲ მოგუცეს მე და ბარნაბას (2,9).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარ იტყჳან ეგენი ვინმე თუ: მე სხუათა მოციქულთა ქადაგებასა წინა-აღუდგები, რამეთუ, რომელნი თავნი იყვნეს მოციქულნი, მათ, არა თუ მაბრალეს, რომელ წინადაცუეთასა განაქარვებდე, არამედ უფროჲსად მაქეს და მეწამნეს.

პავლესი: და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდემულ იყო. ვიდრე მოსლვადმდე ვიეთმე იაკობისით, წარმართთა თანა ჭამდა, ხოლო რაჟამს მოვიდა, იჯმნა (2,11).

თარგმანი: მრავალნი ამას ადგილსა იკითხვიდენ რაჲ, იტყჳან თუ: პავლჱ პეტრეს შეასმენს; არამედ არა იციან, რასა იტყჳან, რამეთუ ფრიადი ერთობაჲ ჩანს აქა პეტრესი და პავლესი. და ესრეთ გულისხმა-ყავთ, რამეთუ მოციქულნი იერუსალჱმს შეუნდობდეს წინადაცუეთად, ხოლო ანტიოქიად რაჲ მივადეს, არღარა ერიდებოდეს, არამედ წარმართთაგანთა თანა მორწმუნეთა იყვნეს, რომელიცა პეტრე ქმნა ესრეთ. ხოლო მოვიდეს რაჲ ვიეთნიმე იერუსალჱმით, არღარა ქადაგებდა ესრეთ, არამედ განეშორა წარმართთაგანთა, რაჲთა არა დააბრკოლნეს იგინი, და რაჲთა მისცეს მიზეზი პავლეს წინააღდგომად მისდა ამას ზედა, და ყვეს განზრახვაჲ და წინაშე ერისა აბრალა პავლე თუ: რად იქმ მაგას, რომელ არა ხარ წარმართთაგანთა მორწმუნეთა თანა და არა დაუტეობ წინადაცუეთილებისა ქადაგებასა, ხოლო მან არარაჲ მიუგო, არამედ გამოიჩინა თავი თჳსი თუ: არა მაქუს სიტყუაჲ; რამეთუ ამისთჳს თქუა თუ: შეკდემულ იყო იგი; და ესრეთ, იხილეს რაჲ იერუსალჱმელთა მათ, ვითარმედ დაარწმუნა პავლე პეტრეს, შეშინდეს და დაირწმუნეს დაუბრკოლებელად.

პავლესი: და მის თანა ორგულ იქმნნეს (2,13).

თარგმანი: ნუ გიკჳრს თუ ორგულებად იტყჳს, რამეთუ ამას იტყჳს ორგულებად, ვითარმედ აჩემებდა პეტრე და ბარნაბა და სხუანიცა, ვითარმედ: არა ვიცოდეთ და ვსცთებოდით; და ბრალეულ-ჰყოფდეს თავთა თჳსთა, რაჲთა ესე იხილონ ჰურიათა მათ და დაუბრკოლებელად შეიწყნარონ სიტყუაჲ იგი.

პავლესი: "უკუეთუ შენ, რომელი ჰურიაჲ ხარ და წარმართებრ სცხოვნდებოდი" და შემდგომი ამისი (2,14).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: შენ და მე პურიანი ვართ და გჳცნობიეს, ვითარმედ არღარა ჯერ-არს წინადაცუეთაჲ; რადღა ჰქადაგებ წინადაცუეთასა?

პავლესი: მე სჯულისთჳს სჯულითა მოვკუედ (2,19).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: მე თჳთ მის სჯულისა სიტყუასა დავემორჩილე და მოვკუედ მისგან და დაუტევე იგი. და რამეთუ რჩული ქრისტეს მოასწავებდა და აწ მისისავე სიტყჳსათჳს მისგან მომკუდარ ვარ, რამეთუ არღარა აღვასრულებ მას, გარნა რომელ არა აღვასრულებ მას, ამით უფროჲსად ვარ აღმასრულებელ მისა.