მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:8

7. არამედ წინააღმდგომი, უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაჲ იგი წინადაუცუეთელებისაჲ, ვითარცა-იგი პეტრეს - წინადაცუეთილებისაჲ.8. რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ.9. და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოვანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ, რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ.
გალატელთა მიმართ თავი 2
8. რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ.
თავი ბ̂. მოციქულთა მიერ წამებისათჳს და სარწმუნოებით ცხორებისა და ერთობისათჳს მათისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაჲ იგი წინადაუცუეთილებისაჲ, ვითარცა-იგი პეტრეს — წინადაცუეთილებისაჲ, რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ (2,7-8).:

მოციქულისაჲ: მერმე მეათოთხმეტესა წელსა კუალად აღვედ იერუსალჱმდ ბარნაბაჲს თანა. ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა (2,1).

თარგმანი: პირველისა მის აღსლვისა მიზეზ იყო ხილვაჲ პეტრესი, ხოლო აწ კუალად წარავლინებს მას გამოცხადებაჲ საღმრთოჲ ბარნაბაჲთურთ და ტიტეთ, რაჲთა მრავალთა მოწამეთა წინაშე განაცხადოს ქადაგებაჲ თჳსი.

მოციქულისაჲ: ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის (2,2).

თარგმანი: რაჲსათჳს არა პირველ ესოდენთა ამათ წელთა აუწყა, არამედ აწღა აუწყებს? — ესე ამისთჳს, რამეთუ მრავალნი დაბრკოლდებოდეს; ვითარ პეტრე არა აყენებდა, ხოლო პავლე აყენებდა წინადაცუეთად, და ამის პირისათჳს წინააღმდგომ ურთიერთას ჰგონებდეს ყოველსავე ქადაგებასა მათსა. ამისთჳს სულმან წმიდამან გამოცხადებით უბრძანა პავლეს, რაჲთა ბარნაბაჲს და ტიტეს თანა აღვიდეს იერუსალემად და ყოველთა განუცხადოს, ვითარმედ: არა წინააღდგომა იყო სიტყუაჲ იგი მათი ურთიერთას, არამედ განგებულება; ამისი — ყენებაჲ, ხოლო მისი — არა-ყენებაჲ წინადაცუეთისაჲ. ამისთჳს, რამეთუ ესე — წინადაუცუეთილებისა, ხოლო პეტრე წინადაცუეთილებისაგანთა ქადაგი იყო.

##...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:

...ი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა და იყვნეთ თქუენ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა, ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.

და ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ“. ამისთჳსცა მოციქულთა პირველად ჰურიათა მიმართ იწყეს ქადაგებად და მრავალ ჟამ იქცეოდეს იერუსალჱმს, და მერმე იდევნნეს მათ მიერ და ეგრეთ მიმოდაიბნინეს წარმართთა შორის; ვითარცა აწ მოასწავებს სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზათასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას“; რამეთუ, ვითარცა ვთქუ, შემდგომად აღდგომისა ჰურიათაცა უქადაგებდეს და წარმართთაცა, გარნა უმეტესად ჰურიასტანს იქცეოდეს.

ხოლო ვინაჲთგან იგინი გულფიცხელობასავე შინა ეგნეს და სდევნიდეს, ამისთჳს პავლე თარგმნის ამას იგავსა. ოდეს-იგი მჴდომად აღუდგეს მას ჰურიანი, მიუგო და ჰრქუა მათ: „თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ, ხოლო თქუენ ეგერა განიშორებთ და არა ღირსად გიშჯიან თავნი თქუენნი ცხორებისათჳს საუკუნოჲსა. აჰა ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ. რამეთუ ესრეთ მ...

სრულად ნახვა