მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:16

15. ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, ვითარმედ: კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა.16. ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა. არა იტყჳს „და ნათესავთა“, ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა; „და ნათესავისა შენისა“, რომელ არს ქრისტე.17. ხოლო ამას ვიტყჳ წიგნად აღთქუმისა დამტკიცებულად ღმრთისა მიერ ქრისტეს მიმართ, რომელ შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იყო შჯული, არა დაუმტკიცებელ ჰყოფს, რაჲთამცა განაქარვა აღთქუმაჲ იგი.
გალატელთა მიმართ თავი 3
16. ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა. არა იტყჳს „და ნათესავთა“, ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა; „და ნათესავისა შენისა“, რომელ არს ქრისტე.
თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა; არა ეტყჳს "და ნათესავთა", ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა, და ნათესავისა შენისა, რომელ არს ქრისტე (3,16).:

თარგმანი: ამას ადგილსა თარგმნის სიტყუასა მას დაბადებისასა, ვითარ-იგი მუნ წერილ არს; არა ვითარცა მრავალთათჳს, ვითარმცა ეთქუა თუ: "ნათესავთა შენთა მიმართ", რომელი-ესე სამრავლო არს, არამედ ესრეთ ეტყჳს აბრაჰამს, ვითარმედ: "ნათესავისა მიმართ შენისა", რომელი-ესე ერთისათჳს თქუმულ არს, ცხად არს, ვითარმედ — ქრისტესთჳს, რომელი-იგი ნათესავ არს აბრაჰამისა, რამეთუ წმიდაჲ ქალწული, ჴორციელად მშობელი მისი, აბრაჰამის ნათესავისაგან შთამომავალ არს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის