მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:18

17. ხოლო ამას ვიტყჳ წიგნად აღთქუმისა დამტკიცებულად ღმრთისა მიერ ქრისტეს მიმართ, რომელ შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იყო შჯული, არა დაუმტკიცებელ ჰყოფს, რაჲთამცა განაქარვა აღთქუმაჲ იგი.18. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა აღთქუმისაგან არს; ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან.19. აწ უკუე რაჲ შჯული? გარდასლვისათჳს-მე მოეცა, ვიდრემდის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქმულ არს, ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა?
გალატელთა მიმართ თავი 3
18. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა აღთქუმისაგან არს; ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან.
თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა აღთქუმისაგან არს, ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან (3,18).:

თარგმანი: მკჳდრობად უწოდს დამკჳდრებასა კურთხევისასა, რომელი-იგი უკუეთუ შჯულისაგან მოგუეცემის, დაშრეტილ და უქმ არს აღთქუმაჲ, რამეთუ აღთქუმითა აბრაჰამის მიმართითა და არა შჯულითა მოსეს მიერითა ბრძანებულ იყო ღმრთისა მიერ მოღებაჲ კურთხევისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის