თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რაჲ-მე უკუე არს შჯული; გარდასლვისა მიზეზისათჳს მოეცა? ხოლო ძალი სიტყუთაჲ ამათ ესე არს: ვინაჲთგან ყოვლით კერძო აღამაღლა სარწმუნოებაჲ და უპირატეს ყო იგი შჯულისა, რაჲთა არავინ ნამეტნავ და უჴმარ ჰგონოს შჯული, ამისთჳს თჳთვე იკითხავს, ვითარცა სხჳსა მაგიერ, ვითარმედ: ვინაჲთგან პირველ უხუცეს იყო შჯულისა და აწ უჩინო-მყოფელ არს შჯულისა სარწმუნოებაჲ, რადღა მოეცა შჯული? — და თჳთვე მიუგებს, ვითარმედ: გარდასლვისა მიზეზისათჳს მოეცა. ესე იგი არს მათთჳს, რომელნი ბუნებითსა მას შჯულსა სჳნიდისისასა გარდაჰჴდეს ჰურიანი, რაჲთა არა სრულიად უაღჳრობითა შთავარდენ მთხრებლსა ცოდვისასა. ამისთჳს წერილი იგი შჯული ნაცვალ აღჳრთა ექმნა მათ, რაჲთა არა პირუტყუებრ მიუშუნეს, არამედ სწავლიდეს და სწურთიდეს, და ჴორციელითაცა ტანჯვითა აყენებდეს გარდამავალობისაგან ბრძანებათა მათთაჲსა.
გალატელთა მიმართ 3:19
18. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა აღთქუმისაგან არს; ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან.19. აწ უკუე რაჲ შჯული? გარდასლვისათჳს-მე მოეცა, ვიდრემდის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქმულ არს, ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა?20. ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს.
გალატელთა მიმართ თავი 3