თარგმანი: თჳთ მათვე ჰკითხავს, ვითარმედ: ვინაჲთგან ესოდენსა ამას საიდუმლოსა ქრისტეს ჩუენთჳს ჯუარცუმისასა დამვიწყებელ ხართ, ამისიღა მინებს თქუენგან ცნობაჲ: პირველ მადლისა, ოდეს-იგი შჯულსა შინა იყვენით, მაშინვე გაქუნდაა სული იგი მადლისაჲ? ანუ აწღა მადლისაგან მიიღეთ, რომელი-იგი არა გაქუნდა შჯულისა მიერ? — აწ უკუე, უკუეთუ სმენითა სარწმუნოებისაჲთა შეგემატა, რაჲ-იგი პირველ არა გაქუნდა შჯულსა შინა, და იქმნენით არა ხოლო მხილველ, არამედ მოქმედცა ნიშებისა და სასწაულებისა, რადღა დაუტევეთ სარწმუნოებაჲ და მიიქცევით შჯულისა?
გალატელთა მიმართ 3:2
1. ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად, რომელთა თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესუ ქრისტე ჯუარ-ცუმული?2. ესე ხოლო მნებავს თქუენგან უწყებად: საქმეთაგან შჯულისათა სული იგი მიიღეთ ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა?3. ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად აღასრულებთ?
გალატელთა მიმართ თავი 3