თარგმანი: აქა მიზეზსა აჩუენებს, ვითარმედ არა ამისთჳს მოცემულ იქმნა შჯული, რაჲთა განამართლოს ვინმე, არამედ ამისთჳს ოდენ, რაჲთა ამხილოს ცოდვასა შინა ყოფაჲ; რამეთუ უკუეთუმცა შჯული განმამართლებელად მოცემულ იყო, სარწმუნოებაჲ არღარად საჴმარ იყო. ამისთჳსცა, რომლისათჳს მოცემულ იყო იგი, შეუძლო ქმნად, ხოლო რომელი არა მისდა ბრძანებულ იყო ქმნად, მისსა შეუძლებელ იქმნა ქმნად. რამეთუ ესე ქმნა დაწერილმან მან წიგნმან შჯულისამან, რაჲთა ამხილოს გარდამავალობაჲ ბუნებითისა შჯულისაჲ გარეშეთა შჯულისათა, და თჳთ შჯულსა ქუეშე მყოფთა მათ ჰურიათა ამხილა, რაოდენსა-იგი უგრძნობელად ცოდვიდეს; და ესრეთ, ზოგად ყოველნი შეაყენნა ცოდვასა — გარეშენი შჯულისანი და შჯულსა ქუეშე მყოფნი. ხოლო შეყენებაჲ ესე იყო, რამეთუ ამხილა წყლულებაჲ დაფარული, და უმეტესად ტკივნეულ ყვნა განცხადებითა უჩინოთა ნაგუემთაჲთა, რაჲთა ეძიებდენ მკურნალსა, და ესრეთ, რაჟამს გამოჩნდეს სარწმუნოებისა მიერი იგი წინა-აღთქუმული განმართლებაჲ ქრისტეს მიერი, მყის სიხარულით მირბიოდინ მისსა. ესრეთ ცხად ყო მოციქულმან, ვითარმედ არა მტერ იყო შჯული, არამედ — წინაგანმმზადებელ და მიმყვანებელ კაცთა აღთქუმისა-მიერისა მის...
გალატელთა მიმართ 3:22
21. აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისაჲთა? ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნანდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე.22. არამედ შეაყენა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა.23. ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე.
გალატელთა მიმართ თავი 3