მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 3

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: რომელთა თუალთა წინაშე პირველივე მოგიწერე ქრისტჱ ჯუარცუმული (3,1).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესრეთ გრწმენა, ვითარმცა თუალითა თქუენითა გეხილვა ქრისტჱ ჯუარცუმული.

პავლესი: იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად აღასრულებთ (3,3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: კეთილსა სარწმუნოებასა ვიწყეთ და აწ ჰურიაებაჲ შეიწყნარეთ, რამეთუ სრულად მადლსა მას ქრისტესსა უწესს, და ჴორციელად ძუელსა მას რჩულსა.

პავლესი: ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა (3,19).

თარგმანი: ანგელოზად მღდელთმოძღუართა იტყჳს რჩულისმდებელთა, ხოლო მუამდგომელად ქრისტეს, რომელი-იგი შუამდგომელ არს ღმრთისა და კაცთაჲ.

პავლესი: აწ უკუე სჯული მტერმე არს-ა აღთქუმათა ღმრთისათა? (3,21).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ღმერთმან აღუთქუა აბრაჰამს თუ: ნათესავისა შენისაგან იყოს ცხორებაჲ, რომელ არს ქრისტე. აწ უკუე მოსეს რჩულიმცა აღთქუმათა მათ წინა-აღუდგებოდა-ა? — ნუ იყოფინ!

მოციქულისაჲ: შეაყენნა წიგნმან ყოველნი ცოდვასა შინა (3,22).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ გამოაჩინა და ამხილა პირველ რჩულისათა ვითარმედ ბუნებითსა რჩულსა გარდააჰჴდეს, და რჩულისა შემდგომად დაწერილსა. ხოლო ორთავე ცხორებაჲ აღუთქუა ამის ქრისტეს ქადაგებისა მიერ, თუარა იგი ყოველი არად სარგებელ ეყოფვოდა.