მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:9

8. რამეთუ წინაწარ იცოდა წიგნმან, ვითარმედ სარწმუნოებითა განამართლებს წარმართთა ღმერთი, წინაწარ ახარა აბრაჰამს, ვითარმედ: შენდამი იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი.9. აწ უკუე სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა.10. რამეთუ რაოდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისა.
გალატელთა მიმართ თავი 3
9. აწ უკუე სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა.
თავი ე̂. ვითარმედ აბრაჰამიცა სარწმუნოებითა განმართლდა და სახე ჩუენდა იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ წინაჲსწარ იცოდა წიგნმან, ვითარმედ სარწმუნოებით განამართლებს წარმართთა ღმერთი, წინაჲსწარ ახარა აბრაჰამს, ვითარმედ: "შენდამი იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი". აწ უკუე, სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა (3,8-9).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მომცემელმან ძუელისა და ახლისა შჯულისამან და წინაჲსწარ მეცნიერმან ყოვლისამან, რომელმან განაჩინა სარწმუნოებითა განმართლებაჲ კაცთაჲ, მანვე ყოფადი იგი წინაჲსწარ ახარა აბრაჰამს, ვითარცა წამებს წიგნი დაბადებისაჲ სიტყუათა ამათ, ვითარმედ: "შენდამი (ესე იგი არს — სარწმუნოებისა შენისა მსგავსებითა) იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი" (). აწ უკუე, რომლისათჳს მაშინ აბრაჰამ ხარებულ იქმნა ესევითარისა შვილთსხმისათჳს, აჰა ესე არს ნათესავისა მისისაგან ჴორციელად შობილი ქრისტე. მათ აკურთხევს, რომელნი ებაძვებოდინ შეუორგულებელსა მას სარწმუნოებასა მორწმუნისა მის აბრაჰამისსა, და მათვე ჰყოფს შვილ მისსა, რომელნი არა ჴორცთა თჳსებითა, არამედ სულისა სარწმუნოებითა შვილ მისსა იქმნებოდინ, და, ყოვლითურთ თავისუფალნი შჯულისაგან, ერთგულებით ჰმონებდენ მას.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის