1.ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად, რომელთა თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესუ ქრისტე ჯუარ-ცუმული?2.ესე ხოლო მნებავს თქუენგან უწყებად: საქმეთაგან შჯულისათა სული იგი მიიღეთ ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა?3.ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად აღასრულებთ?4.ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად!5.აწ უკუე რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა?6.ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ.7.უწყით-მეა, რამეთუ სარწმუნოებისაგანნი იგი არიან შვილნი აბრაჰამისნი?8.რამეთუ წინაწარ იცოდა წიგნმან, ვითარმედ სარწმუნოებითა განამართლებს წარმართთა ღმერთი, წინაწარ ახარა აბრაჰამს, ვითარმედ: შენდამი იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი.9.აწ უკუე სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა.10.რამეთუ რაოდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისა.11.და რამეთუ შჯულითა არავინ განმართლდების ღმრთისა წინაშე, ცხად არს, რამეთუ: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.12.ხოლო შჯული არა არს სარწმუნოებისაგან, არამედ, ყოს თუ ვინმე იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა.13.ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა.14.რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სულისაჲ მოვიღოთ სარწმუნოებითა.15.ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, ვითარმედ: კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა.16.ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა. არა იტყჳს „და ნათესავთა“, ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა; „და ნათესავისა შენისა“, რომელ არს ქრისტე.17.ხოლო ამას ვიტყჳ წიგნად აღთქუმისა დამტკიცებულად ღმრთისა მიერ ქრისტეს მიმართ, რომელ შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იყო შჯული, არა დაუმტკიცებელ ჰყოფს, რაჲთამცა განაქარვა აღთქუმაჲ იგი.18.რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა აღთქუმისაგან არს; ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან.19.აწ უკუე რაჲ შჯული? გარდასლვისათჳს-მე მოეცა, ვიდრემდის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქმულ არს, ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა?20.ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს.21.აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისაჲთა? ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნანდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე.22.არამედ შეაყენა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა.23.ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე.24.ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ.25.ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ.26.რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.27.რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ.28.არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.29.ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაჰამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი.
მოციქულისაჲ: უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნაა? — ნუ იყოფინ (2,17).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო უკუეთუ მეძიებელნი ქრისტეს მიერ განმართლებისანი, ვიპოვენით ჩუენცა ცოდვილ, ნუუკუე ქრისტე არსა ცოდვისა მსახურ? — ნუ იყოფინ! ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მეძიებელთა ამათთჳს განმართლებისათა და მის ძლით მოსრულთა ქრისტესსა, არა კმა არს სარწმუნოებაჲ ქრისტესი განმამართლებელად, და მის ზედა საჴმარ არს კუალად დართვაჲ...
პავლესი: იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად აღასრულებთ (3,3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: კეთილსა სარწმუნოებასა ვიწყეთ და აწ ჰურიაებაჲ შეიწყნარეთ, რამეთუ სრულად მადლსა მას ქრისტესსა უწესს, და ჴორციელად ძუელსა მას რჩულსა.
მოციქულისაჲ: აწ უკუე, რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ (3,5-6).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მომცემელი იგი თქუენდა სულისა წმიდისაჲ და მის მიერ მოქმედი ძალთა და სასწაულთაჲ ღმერთი, რაჲსათჳს ჰყოფს მას, ანუ ოდეს? — რაჟამს შჯულისა მოქმედ იყვნეთა, ანუ ოდეს მსმენელ სარწმუნოებისა ქრისტესისა? — ცხად არს, ვითარმედ სარწმუნოებითა. ხოლო გნებავს თუ შემოგართუა სახედ...
მოციქულისაჲ: რამეთუ რავდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისსა" (3,10).
თარგმანი: ვინაჲთგან იგინი ამისთჳს მიედევნებოდეს შჯულსა, რაჲთა არა შთავარდენ წყევასა ამას, ამისთჳს მოციქული წინაუკუმო უჩუენებს, ვითარმედ არა განდგომილი, არამედ შედგომილი შჯულისაჲ შთავარდების წყევასა ამას, რომელი წერილ არს მეორესა შჯულსა შინა. რამეთუ ვინაჲთგან ვერვინ შედგომილი შჯულისაჲ...
მოციქულისაჲ: ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, რამეთუ კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის, გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა (3,15).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მაღალთა სახეთაგან, და უფროჲსღა საქმეთა, რომელ არიან მოცემაჲ სულისაჲ და ჯუარცუმითა ქრისტესითა ცხორებაჲ კაცთა ნათესავისაჲ დაამტკიცა ახლისა ამის უდიდებულესობაჲ, აწ კუალად ძმად უწოდს, პირველ უცნობელად წოდებულთა მათ გალატელთა, რაჲთა გუასწაოს მოწაფეთა მიმართ ზომიერად განზავებაჲ სიტყუათა სიფიცხისა და სიტკბოებისათა. და კაცობრივ ეტყჳს, რაჲთა...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
აი, დგება ჟამი ყოვლისმომცველი ბედნიერებისა! გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: „ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?“ აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: „უფალი...
...რისთვისმე, არამედ კაცთა მოდგმის ცხონებისთვის. და რას ვამბობ, ჩვენი ხორცი შეისხა და ყოველივე ადამიანური გამოსცადაო, როცა მან ჯვარიც კი იტვირთა, რათა ჩვენ, ცოდვებით დატყვევებულნი, წყევისგან გვეხსნა? ამის შესახებ ღაღადებს პავლე: „ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე" (). მაშ, თუკი ის — ღმერთი და მიუწვდომელი არსება — გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ყოველივე ამას იკისრებდა ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის, მაშინ რა არ უნდა ვქმნათ ჩვენი ძმებისა და მოყვასებისთვის, რომ ეშმაკის ხახიდან გამოვგლიჯოთ და სათნოების გზაზე მივუძღვეთ? რამდენადაც სული სხეულზე უკეთესია, იმდენად უმაღლესი ჯილდოს ღირსნი იქნებიან — ღარიბებისთვის ფულის მიმცემთა წინაშე — ისინი, ვინც შეგონებებითა და ხშირი შეგონებებით დაუდევართა და ცთომილთ სწორ გზაზე მოიყვანენ, აჩვენებენ რა მათ მანკიერების სიმახინჯესა და საღვთო სათნოების დიდ სილამაზეს.
5. სულიერი ბრძოლა და ღვთის საჭურველი
მაშ, ამის ყველაფრის მცოდნენი, ვესაუბრებოდეთ მოყვასებს ყოველივე ამქვეყნიურზე ადრე სულის ცხონებაზე და მათში ამის შესახებ მზრუნველობას ვაღვიძებდეთ. სასურველია, ნამდვილად სასურველია, რომ სული, მუდამ ასეთ შეგონებებს რომ ისმენს, შეძლოს ამოსვლა იმ ბოროტებათა უფსკრულიდან, რ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...ვითარმედ: „დაიმდაბლა თავი თჳსი ვიდრე სიკუდილადმდე, სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა“2.
და იხილა რაჲ, ვითარმედ გარდაჴდად თანანადებთა მათ ჩუენთა და სატანჯველთა შეუძლებელ ვართ, თავს-იდვა ესეცა, ვითარცა იტყჳს იგივე მოციქული, ვითარმედ: „ქრისტემან გამოგჳჴსნა ჩუენ წყევისა მისგან შჯულისა, იქმნა რაჲ ჩუენთჳს წყევასა ქუეშე“.
და ესრეთ კაცებისა ყოველივე შეიმოსა და მიიღო და თავისა მიერ თჳსისა თანანადები ჩუენი გარდაიჴადა. და დაგუაგნა და შეგუაწყნარნა ჩუენ მამასა, რაჲთა ვნებითა თჳსითა უვნებელ-ყოს ვნებული ბუნებაჲ კაც-თაჲ და მცირეთა წილ დიდნი საქმენი ცვალნეს.
რამეთუ გარდამოჴდა, რაჲთა ჩუენ ზეცად აღსლვაჲ მოგუანიჭოს; იშვა, რაჲთა ჩუენ მის მიერ უშობელსა მას მამასა დავეგნეთ; მოუძლურდა ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ აღვდგეთ ძალითა და ვთქუათ პავლესებრ: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“.
მიიხუნა ჴორცნი განხრწნადნი, რაჲთა განხრწნადსა მას შეჰმოსოს უხრწნელებაჲ; შეიმოსა ბუნებაჲ იგი მოკუდავი, რაჲთა მოკუდავსა მას შეჰმოსოს უკუდავებაჲ; მოკუდა ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა ჩუენ, მოკუდავნი ესე კაცნი, განვცხოელდეთ, და არღარა სუფევდეს ჩუე...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მიეც უფალსა ფიცი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლად ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ არს; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ; ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. არამედ იყავნ თქუენი ჰე ჰე, და არა არა; ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს“ (5,33-37).:
...სწავებდა, და კაცნი კერპთაგან ღმრთისა მოაქცინა. ხოლო აწ, ვინაჲთგან ჟამი და საქმე მისი აღესრულა, ნუღარა ეძიებ წესთა მისთა, არამედ იცოდე, ვითარმედ მას ჟამსა იყო საქმე მისი და კეთილ იყო, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „შჯული იგი მზარდულ მექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებისაგან ღმრთისა განვმართლდეთ“. და კეთილად გამომზარდნა და სრულისა ამის საზრდელისა შემწყნარებელ-გუყვნა, ვითარცა-იგი ძუძუჲ დედისაჲ ზრდინ ჩჩჳლსა სძითა და მიაწიის იგი საზომსა სრულისა მის საზრდელისასა კეთილად და ფრიადითა სიტკბოებითა, ხოლო მო-რაჲ-ვიდის სიორძილე ჰასაკისაჲ და სრულისა მის საზრდელისა ჟამი, უჴმარ ქმნის იგი; და მშობელნიცა, რომელნი ჟამსა მას სიჩჩოჲსა ჩუენისასა აქებდიან მას, მერმე ისწრაფდიან მოწყუედად ჩუენდა მისისა მის ძიებისაგან და სძაგებდიან, ვიდრეღა ვიეთმე მწარეცა რაჲმე სცხიან, რაჲთა იხილოს ყრმამან გემოჲ მისი და მოსძულდეს ძუძუჲ და მოსწყდეს ძიებისა მისისაგან. ეგრეთვე ქრისტემან, ვიდრეღა-იგი უძლურებაჲ იგი ფრიადი იყო კაცთა შოვრის, მოსცა შჯულიცა უძლურებისა ამის შემსგავსებული, ხოლო მო-რაჲ-ვიდა თავადი და სულიერი იგი სრულებაჲ მოიღო, უაღრესიცა მოქალაქობაჲ განაწესა. ხოლო თქუა, ვითარმედ: ფიცი უკეთურისაგან არს. არა თუ ამისთჳს თქუა, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, თუ ძუელი იგი...