მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:20

19. შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის.20. ხოლო მინდა მისლვად თქუენდა და აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი, რამეთუ განკჳრვებულ ვარ მე თქუენთჳს.21. მითხარ-ღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ, შჯული არა აღმოგიკითხავსა?
გალატელთა მიმართ თავი 4
20. ხოლო მინდა მისლვად თქუენდა და აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი, რამეთუ განკჳრვებულ ვარ მე თქუენთჳს.
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მინდა მისლვად თქუენდა აწ, და ცვალებად ჴმაჲ ჩემი, რამეთუ განკჳრვებულ ვარ მე თქუენთჳს (4,20).:

თარგმანი: ცვალება ჴმისა არს მტკიცედ მდგომთა ზედა სიხარული, ხოლო შერყეულთა ზედა გოდებაჲ, ვინაჲცა აწ მოციქული არა კმა-იყოფს წიგნით მიწერასა, ვითარცა ვერ განმაცხადებელსა ტირილისასა. ამისთჳს ეძიებს პირისპირ მისლვასა, რაჲთა ცვალოს სწავლაჲ გოდებად, და ტირილითა განზავებულ ყვნეს სიტყუანი თჳსნი, თუ ვითარ დაეკუეთნეს სიმაღლისა მისგან სახარებისა შჯულთაჲსა, და ითრევებიან ქუე სიმდაბლესა შინა ჰურიაობისა წესთასა, ვითარცა ჩჩჳლნი და ყოვლად არა მიმთხუეულნი მადლთა სრულებისანი.

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: მინდა მისლვად თქუენდა აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი (4,20).:

თარგმანი: ცვალებაჲ ჴმისაჲ ესე არს, ვითარმედ უკუეთუმცა მოვედ და რომელნიცა მიდრეკილ ხართ, თქუენთჳსმცა ვიგლოვდი, და რომელნიცა მტკიცედ სდგათ, თქუენთჳსმცა მიხაროდა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის