თარგმანი: ვინაჲთგან დიდ იყო ჰურიათა შორის სახელი მამათმთავრისა აბრაჰამისი, კუალად მასვე შემოიღებს სახედ წიგნისაგან დაბადებისა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: გნებავს თუ, მე გიჩუენო, ვითარ ძუელსავე მას შინა წინა-მოესწავა განჴდაჲ ძუელისა მის შჯულისაჲ. ვინაჲცა აწ დამტევებელი მისი არს აღმასრულებელ, ხოლო არადამტევებელი - დამჴსნელ მისსა. რამეთუ აბრაჰამს ორ ძე ესხნეს, და ორთავე ძე ერქუა; ხოლო ერთი — მჴევლისაგან, და მეორე —აზნაურისაგან; ესე იგი არს, ორნივე შჯულნი ღმრთისანი არიან, არამედ ძუელი — მჴევ-ლისაგან არს და უნდო, ხოლო ახალი —აზნაურისაგან, და ესოდენ უმაღლეს მისსა, რაოდენ დედუფლისაგანნი - ხარჭისაგანისასა. ესე — ერთდიდება ახლისა ამის, და კუალად ესე — მეორე, რამეთუ მჴევლისაგანი იგი ჴორციელად შობილი იყო; რამეთუ აბრაჰამცა ჟამსა ოდენ იყო შვილიერებისასა, და აგარ არა ბერწ იყო, ამისთჳს არა საკჳრველ იყო წესისაებრ ბუნებისა შობილი იგი. ხოლო სარრა ბერწ იყო, და აბრაჰამ — გარდასრულ ჟამთა. ამისთჳს ზეშთაბუნებისა აღთქუმაჲ იგი ოდენ მოქმედებდა მათ შორის. და ამითცა სახითა ესოდენ უმაღლეს არს ახალი ძუელსა, რაოდენ ბუნებითსა — ზეშთაბუნებისაჲ.
გალატელთა მიმართ 4:23
22. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: აბრაჰამს ორ ძე ესხნეს: ერთი მჴევლისგან და ერთი აზნაურისაგან.23. არამედ მჴევლისაგანი იგი ჴორციელად შობილი იყო, ხოლო აზნაურისაჲ იგი - აღთქუმისაგან.24. რომელი-იგი არს იგავად, რამეთუ ესე არიან ორნი შჯულნი: ერთი იგი სინა მთით, შობილი მონებად, რომელ არს აგარ.
გალატელთა მიმართ თავი 4