1.ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენ ჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა.2.არამედ ეზოჲს-მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა.3.ეგრეთცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ.4.ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე,5.რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ.6.და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო.7.ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ; ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ.8.არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ.9.ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან, ვითარ მიიქცევით კუალად უძლურისა მის და გლახაკისა წესისა, რომელთაჲ კუალად ზემოჲთვე გნებავს მონებად?10.დღეთა იზმნით და თთუეთა, ჟამთა და წელთა.11.მეშინის მე თქუენთჳს, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ.12.იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ მე ვიყავ, ვითარცა თქუენ. ძმანო, გევედრები თქუენ, არარაჲ შემცოდეთ მე.13.ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად;14.და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესუ.15.რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი, რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ, შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე,16.ვითარცა მტერ რაჲ-მე გექმენ თქუენ, რომელი-ესე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ?17.გეშურობდა თქუენ არა კეთილისათჳს, არამედ გარდაქცევაჲ თქუენი ჰნებავს, რაჲთა მათ ჰბაძვიდეთ.18.ხოლო კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის, და ნუ მისვლასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ,19.შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის.20.ხოლო მინდა მისლვად თქუენდა და აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი, რამეთუ განკჳრვებულ ვარ მე თქუენთჳს.21.მითხარ-ღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ, შჯული არა აღმოგიკითხავსა?22.რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: აბრაჰამს ორ ძე ესხნეს: ერთი მჴევლისგან და ერთი აზნაურისაგან.23.არამედ მჴევლისაგანი იგი ჴორციელად შობილი იყო, ხოლო აზნაურისაჲ იგი - აღთქუმისაგან.24.რომელი-იგი არს იგავად, რამეთუ ესე არიან ორნი შჯულნი: ერთი იგი სინა მთით, შობილი მონებად, რომელ არს აგარ.25.რამეთუ აგარ სინა მთაჲ არს არაბიას, ხოლო თანა-შეეტყუების ამას იერუსალჱმსა, რამეთუ ჰმონებს იგი შვილთა მისთა თანა.26.ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ.27.რამეთუ წერილ არს: იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროჲს, ვიდრე რომელსა-იგი ესუას ქმარი.28.ხოლო ჩუენ, ძმანო, ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ.29.არამედ ვითარცა-იგი მაშინ ჴორციელად შობილი იგი სდევნიდა სულიერსა მას, ეგრეთცა აწ.30.არამედ რასა იტყჳს წიგნი? განაძე მჴევალი ეგე და ძე მაგისი; რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა აზნაურისაჲსა.31.ხოლო ჩუენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მჴევლისანი, არამედ აზნაურისანი.
მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ: რავდენჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა, არამედ ეზოჲსმოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ, ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა (4,1-2).
თარგმანი: კეთილად შემოიღო სახე ესე კაცობრივი, რაჲთა ამიერ გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ, ვითარცა-იგი ჴორციელი მამაჲ ამისთჳს აყენებს შვილსა ფლობად მონაგებისა მის, მისთჳს შეკრებულისა, რამეთუ ჯერეთ ჩჩჳლ არს და ნაკლულევან ცნობითა განგებად სიმდიდრისა (ამისთჳს ზედამდგომელნი და განმგენი დაუდგინნის, რაჲთა...
მოციქულისაჲ: მითხარ-ღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ, შჯული არა აღმოგიკითხავსა? რამეთუ წერილ არს, ვითარმედ (4,21-22).
თარგმანი: კეთილად ეტყჳს, ვითარმედ: გნებავს, რამეთუ მათისა უჟამოჲსა და უწესოჲსა ცნობისაჲ იყო გარდასრულთა ძუელთა წესთა მონებაჲ. ხოლო შჯულისა აღმოკითხვად ჩუეულ არს მოციქული წოდებად ყოველთავე წიგნთა ძუვლისა შჯულისათა.
მოციქულისაჲ: აბრაჰამს ორ ძე ესხნეს; ერთი მჴევლისაგან და ერთი აზნაურისაგან. არამედ მჴევლისაგანი იგი ჴორციულად შობილი იყო, ხოლო აზნაურისაგანი იგი —...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).:
..., ჵ ნიკოდემოს, ხოლო სული ჴორცთა არა შობს. ნუ ჰგონებ! და უკუეთუ ვინ თქუას: და ჴორცნი უფლისანი ვითარ იშვნეს? არა სულისაგან წმიდისა იშვნესა? არამედ გულისხმა-ყავთ, ვი-თარმედ არა სულისაგან ოდენ იშვნეს, გარნა ჴორცთაგანცა ქალწულისა-თა. ამისთჳსცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „იშვა დედაკაცისაგან, იქმნა შჯულსა ქუეშე“, რამეთუ იყვნეს ჴორცნი იგი სულისა მიერ წმიდისა, გარნა საშოჲსაგან ქალწულისა იყვნეს. ხოლო თუ ვითარ იქმნა ესე, გამო-თარგმანებაჲ შეუძლებელ არს. ხოლო ესე ამისთჳს იქმნა, რომელ არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ უცხო ჩუენისა ბუნებისაგან არს შობილი იგი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა პატივსა მას სულისასა? და საქმესა მას, რომელსა მამაჲ იქმს, იგიცა იქმს, ვითარცა-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: „ღმრთისაგან იშვნეს“; ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ სული შობს მათ, რამეთუ „შობილი იგი სულისაგან სული არსო“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: „შობილი იგი სულისაგან სული არს“, რამეთუ შობასა აქა არა თუ არსად მოსლვასა იტყჳს, არამედ პატივისა და მადლისასა. ხოლო ვინაჲთგან ესრეთ ჰრქუა უფალმან და იხილა იგი, ვი-თარმედ ჯერეთ ვერვე გულისხმა-ჰყოფდა, ამისთჳს ხილული იგავი მო...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თხოილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა, და პირველ შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა“ (1,18).:
...ღმრთივდიდებულისა მის გუამისასა რომელირაჲ იყო სულისაგან წმიდისა, ანუ რომელი-რაჲ - საშოჲსაგან ქალწულისა? რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ ჴორცთაგან ქალწულისათა მიიხუნა ჴორცნი. ამისთჳს იტყჳს: „რომელი-იგი მაგისგან იშვესო“; და პავლე ღაღადებს: „შობილი დედაკაცისაგანო“. დედაკაცისაგან თქუა, რაჲთა დაუყოს პირი მათი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ არა ქალწულისაგან მიიხუნა ჴორცნი, არამედ ვითარცა წარვლის წყალმან რუჲ გინა სტჳრი იგი სოლინარისაჲ და არაჲ მიიღის მისგან, ესრეთ წარვლო საშოჲ იგი ქალწულისაჲ.
ურჩულონო და მედგარნო, რომელნი ამას იტყჳთ, უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, რად საჴმარ იყო ყოვლადვე შესლვაჲ იგი საშოსა დედისასა, ანუ რაჲმცა აქუნდა ჩუენ თანა ზიარებაჲ, არამედ სხუანიმცა იყვნეს ჴორცნი და არა ჩუენისა ამის ბუნებისანი; ვითარმცა უკუე ითქუა ძირისაგან იესესა, ვითარმცა იწოდა კუერთხად ძირთაგან მისთა, ვითარმცა იწოდა ძედ კაცისა, ვითარ - თესლისაგან დავითისა, ვითარმცა ეწოდა მარიამს დედა მისდა, ვითარმცა ითქუა, თუ: „ხატი მონებისაჲ შეიმოსა“, ანუ თუ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“, ანუ ვითარმცა თქუა პავლე: „რომელთაგან ქრისტე ჴორ...
მოციქულისაჲ: ხოლო ესე უწყით, რამეთუ, რაოდენსა შჯული ეტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს და საშჯელისა თანამდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისა, რამეთუ საქმეთა მათგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს ყოველი გამოცნობაჲ ცოდვისაჲ (3,19-20).:
...ანმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს ყოველი გამოცნობაჲ ცოდვისაჲ (3,19-20).
თარგმანი: ყოველთავე ძუელთა წიგნთა "შჯულად" სახელ-სდებს მოციქული; ვითარცა, რაჟამს-იგი იტყოდის "დაბადებისაგან", ვითარმედ: "შჯული არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ აბრაჰამს ორ ძე ესხნეს" (), ეგრეთვე აწ ზემო თქუმულთა მათ სიტყუათა ბრალობისათა დავითისთა და ესაიაჲსთა "შჯულად" უწოდს, და შჯულისაგანთა მიმართ თქუმულად, რომელ არიან ჰურიანი, ხოლო დაღაცათუ მათდა მიმართ ოდენ იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი, არამედ სამართლად მათითა მით პირითა ყოველსა სოფელსა ამხილეს ზოგად თანამდებობაჲ ცოდვისა", რაჲთა ყოველთა წინა-გზა-უყონ სარწმუნოებისა მიმართ, რაჟამს გულისჴმის-ყოფად მოიყვანნენ, ვითარმედ ვერ კმა არს სრულ-მყოფელად და საცხორებელად მათდა ვერ შჯული წიგნისაჲ, ვერცაღა შჯული სჳნიდისისაჲ, თჳნიერ მხოლოდ სარწმუნოებაჲ იესუ ქრისტესი. ხოლო გესმას რაჲ, ვითარმედ "ყოველთავე ცოდეს", არა ამისთჳს ცოდეს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, არამედ, რაჟამს მათ ცოდეს, და შჯულმან ამხილა ცოდვაჲ იგი, მაშინღა მხილებულთა მათ დაეყო პირი, რაჲთა არღარა აქუნდეს სიტყუაჲ, ვითარმედ უმეცრებით ცოდვენ. ამისთჳს არა ხ...