თარგმანი: არა ხოლო ბერწობითა, არამედ შობითაცა მსგავს არს სარრაჲსსა ეკლესიაჲ წარმართთაჲ. რამეთუ ვითარ-იგი თჳნიერ წესთა ბუნებისათა ჟამთა გარდასრული შვილიერ ყო აღთქუმამან მან უფლისამან, ვითარმედ: "ჟამსავე ამას მოვიდე და ესუას სარრას ძე" (), — ეგრეთვე ჩუენ ეკლესიაჲ, არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა და მას ზედა წართქუმითა მღდელისა მიერ სიტყუათა ღმრთისათაჲთა მშობს; რომლისა მიერ დაღაცათუ ბერწისა შვილ ვართ, არამედ — აზნაურისა. იხილე სახისაჲ ამის უცვალებელი თანა-შეტყუებაჲ საქმეთაჲ.
გალატელთა მიმართ 4:28
27. რამეთუ წერილ არს: იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროჲს, ვიდრე რომელსა-იგი ესუას ქმარი.28. ხოლო ჩუენ, ძმანო, ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ.29. არამედ ვითარცა-იგი მაშინ ჴორციელად შობილი იგი სდევნიდა სულიერსა მას, ეგრეთცა აწ.
გალატელთა მიმართ თავი 4