მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:30

29. არამედ ვითარცა-იგი მაშინ ჴორციელად შობილი იგი სდევნიდა სულიერსა მას, ეგრეთცა აწ.30. არამედ რასა იტყჳს წიგნი? განაძე მჴევალი ეგე და ძე მაგისი; რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა აზნაურისაჲსა.31. ხოლო ჩუენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მჴევლისანი, არამედ აზნაურისანი.
გალატელთა მიმართ თავი 4
30. არამედ რასა იტყჳს წიგნი? განაძე მჴევალი ეგე და ძე მაგისი; რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა აზნაურისაჲსა.
თავი თ̂. ვითარმედ, რომელთა აზნაური იგი ცოლი აბრაჰამისი და ჭეშმარიტი ძე სახე-გუექმნნეს, არა ჯერ-არს დამონებაჲ შჯულისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ რასა იტყჳს წიგნი? — "განაძე მჴევალი ეგე და ძე მაგისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა აზნაურისაჲსა" (4,30).:

თარგმანი: რაჲთა რომელნი დევნულებისათჳს შეწუხდებოდინ, ამით ნუგეშინის-ეცეს, რამეთუ მდევარნი იგი განიჴადებიან, არა ხოლო მდევარობისათჳს, არამედ რაჲთა უმკჳდრო იქმნნენ და არა ენაწილნენ მამულსა, აღთქუმისაგანთა მათ თანა. აჰა ესერა თჳთ შჯულისა წიგნთაგან, სიტყჳთა დაბადებისაჲთა, ცხად ყო მოციქულმან, ვითარმედ მათ შინა წერილ არს განჴდაჲ მათივე, რომელ არს დაცხრომაჲ ძუელისაჲ და აღორძინებაჲ ახლისაჲ, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ შედგომილი ახლისაჲ და დამტევებელი ძუელისა შჯულისაჲ — ზოგად ორისავე აღმასრულებელ ქმნილ არს, ვითარ-იგი წინაუკუმო: ამისგან განვრდომილი მისგანცა განვრდომილ არს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის