მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:8

7. ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ; ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ.8. არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ.9. ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან, ვითარ მიიქცევით კუალად უძლურისა მის და გლახაკისა წესისა, რომელთაჲ კუალად ზემოჲთვე გნებავს მონებად?
გალატელთა მიმართ თავი 4
8. არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ.
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ. ხოლო აწ იცანთ ღმერთი; უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან. ვითარ მიიქცევით კუალად უძლურისა მის და გლახაკისა წესისა? (4,8-9).:

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზოგად ორთავე მიმართ თქუმად შეეტყუების - წარმართთაგანთა და ჰურიათაგანთა. წარმართთაგანთა ესრეთ, ვითარმედ: ოდეს-იგი კერპთმსახურ იყვენით, არა ეგოდენ საბრალობელ იყვენით, ნივთთა მონებისათჳს, რომელ არიან კერპნი ოქროჲსა და ვეცხლისა, ძელისა და ქვისანი; ხოლო აწ მრავალწილ უმძიმეს არს ბრალი თქუენი, უკუეთუ ოდეს-ესე იცანთ ღმერთი (უფროჲსღა მან გიცნნა თჳსითა მოწყალებითა), და კუალად მიიქცეთ, — ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — უძლურთა მათ მიმართ და გლახაკთა ნივთთა. ესე იგი არს ჰურიათაჲ იგი შჯულსა ქუეშე ყოფაჲ, რომელი-იგი დაღაცათუ არა კერპთმსახურება არს, არამედ უძლურ და გლახაკ, ზრქელთა ნივთთადა მონებითა, რომელ არიან ბანანი და დაწუვანი, ავლნი და პკურებანი. ხოლო ჰურიათაგანთა მიმართ, მითვე ზემოწერილთა სიტყუათა გულისჴმისყოფითა, რამეთუ ზრქელად და ჴორციელად აღსრულებასა შჯულისასა ნივთთა მონებად უწოდა ზემო, და აქა გლახაკად და უძლურად სახელ-სდებს. ხოლო "არა იცოდეთ ღმერთი", - არათუ სრულიად ღმრთისა უმეცრებასა აჩუენებს ჰურიათასა, არამედ სიზრქესა და სიკნინესა ცნობისა მათისასა; ვითარ მოქცევთა რათმე მზისა და მთოვარისათა იცვიდეს, თჳსთავობად და კერძო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის