მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:7

6. და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო.7. ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ; ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ.8. არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ.
გალატელთა მიმართ თავი 4
7. ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ; ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ.
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ. ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ (4,7).:

თარგმანი: აჰა ესერა, აქაცა შეასრულა სიტყუაჲ, ვითარმედ: არღარა ხართ მონა შჯულისა, პირველისა მის მზარდულად თქუენდა დადგინებულისა, რომლისაგან გამოჴსნილთა არცაღა თჳთ დაგიმონებს გამომჴსნელი იგი, არამედ სრულიად აღიღებს თქუენგან უღელსა მონებისასა და გყოფს შვილ. და არა კმა-იყოფს შვილებასა, არამედ მკჳდრცა გიჩინებს მამულთა სიმდიდრეთა, ჯუარითა და ვნებითა ქრისტესითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის