თარგმანი: არა ეტყჳს, ვითარმედ: "ჰზრახავთ", არამედ — "ჰზრახვიდეთო", რამეთუ არა ამას ეტყჳს თუ: "არა ცთომილ ხართ", არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: ვესავ ღმრთისა თანამბრძოლებასა მოქცევად თქუენდა, რაჲთა განჰმართოთ ცთომილებაჲ და განამართლოთ, ვითარცა მოწაფეთა, სასოებაჲ ჩემი, მოძღურისაჲ, თქუენდა მიმართ, არა რაჲსა სხჳსა მოქმედებითა გარეშე მისსა, რომელი მე გიქადაგე თქუენ.
9. მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის.10. მე გესავ თქუენ უფლისა მიერ, ვითარმედ სხუასა არარას ზრახვიდეთ; ხოლო რომელი-იგი აღგძრავს თქუენ, მან იტჳრთოს საშჯელი, ვინცა-იგი არს.11. ხოლო მე, ძმანო, წინადაცუეთასა ღათუ ვქადაგებდე, რაჲსაღა-მე ვიდევნები? გან-მე-ქარდა საცთური იგი ჯუარისაჲ?
გალატელთა მიმართ თავი 5