მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 5:17

16. ხოლო ამას გეტყჳ: სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ.17. რამეთუ ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა - ჴორცთათჳს; და ესენი მჴდომ არიან ურთიერთარს, რაჲთა არა რაჲ-იგი გინდეს, მას ჰყოფდეთ.18. უკუეთუ სულითა იქცეოდით, არა ხართ შჯულსა ქუეშე.
გალატელთა მიმართ თავი 5
17. რამეთუ ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა - ჴორცთათჳს; და ესენი მჴდომ არიან ურთიერთარს, რაჲთა არა რაჲ-იგი გინდეს, მას ჰყოფდეთ.
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ჴორცთა გული-უთქუამს სულისათჳს, და სულსა — ჴორცთათჳს, და ესენი მჴდომ არიან ურთიერთას (5,17).:

თარგმანი: ჴორცად აწინდელსა ამას ადგილსა ბოროტთა უწოდს გულისთქუმათა, ხოლო სულად — მადლსა ყოვლადწმიდისა სულისასა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სიბოროტე წინააღმდგომ არს სათნოებისა, ხოლო სათნოებაჲ წინა-აღუდგების სიბოროტესა, და ადგილსა აღავსებს მზრდელისა რაჲსმე და მწურთელისა კეთილისასა, რამეთუ მაყენებს და არა მიტევებს ჩუენ მიდევნებად ბოროტთა გულისთქუმათა. ესრეთ უკუე სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ "არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა" (), რაჲთა ცხად-ყოს, ვითარმედ იგივე და ერთი კაცი ჴორცთა შინა მყოფად ითქუმის, რაჟამს ცოდვასა მიედევნოს, და სულსა შინა მყოფად — რაჟამს სათნოებასა მოქმედებდეს; და მარადის ზოგად მყოფთა მათთჳს — სულისა და ჴორცთა — წინააღმდგომობაჲ ითქუმის, რამეთუ მიწისაჲ მიგჳზიდავს მიწად, ხოლო ზეცისაჲ მიგჳწოდს ზეცად. და ესე არს ჴდომაჲ მათი ურთიერთას, რამეთუ გარეშისა განხრწნაჲ, შინაგანისა — განახლება, ხოლო ამისი შუებულებაჲ — მისდა დაძუელება იქმნების; ვინაჲცა სიტყუათა ამათ მიერ არცა ორთა კაცთა, არცა ორთა გუამთა იტყჳს ჩუენ შორის, არამედ გულისსიტყუათა წინააღმდგომობასა კეთილისა და ბოროტისასა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის