მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 5:16

15. ხოლო უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ.16. ხოლო ამას გეტყჳ: სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ.17. რამეთუ ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა - ჴორცთათჳს; და ესენი მჴდომ არიან ურთიერთარს, რაჲთა არა რაჲ-იგი გინდეს, მას ჰყოფდეთ.
გალატელთა მიმართ თავი 5
16. ხოლო ამას გეტყჳ: სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ.
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ამას გეტყჳ: სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულისთქუმასა ნუ აღასრულებთ (5,16).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ ამას გასწავებ ღონედ ბოროტთა განდევნისა და კეთილთა მოგებისა, რაჲთა სულითა ხჳდოდით; ესე იგი არს, ვითარმედ: სული მთავარ ყავთ ჴორცთა ზედა, და უდარესი დაუმორჩილეთ უაღრესსა, რაჲთა ესრეთ დაიკსნნენ გულისთქუმანი ჴორცთანი, რაჟამს არა აქუნდეს მათ ფლობაჲ ქმნად მშჳნვიერსა რასმე და განხრწნადსა, არამედ ყოვლითურთ ნებასა სულისასა შედგომითა მოქმედებდეს საუკუნოდ წარუვალსა და დაუსრულებელსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის