თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არცა წინადაცუეთილებისაგანობაჲ რაჲთ ჰმატს, არცა წინადაუცუეთელობისაგანობაჲ აკლს ქრისტიანობად მოსრულისა მისთჳს, რამეთუ არა ესე იძიებვის, თუ ვინაჲ მოვალს, არამედ თუ ვითარ მოუვალს; ესე იგი არს, ვითარმედ, ოდენ აქუსმცა სიმტკიცე სარწმუნოებისაჲ, რომელსა შეეწევის და სრულ ჰყოფს სიყუარული ქრისტეს მიმართ. ამას რაჲ იტყჳს, მყუდროებით ამხილებს გალატელთა, ვითარმედ: დასაბამსა ჰრწმენა უკუე, ხოლო ვინაჲთგან არა აქუნდა თანა-მოქმედებაჲ ქრისტეს მიმართისა სიყუარულისაჲ, ამისთჳს მყის დაუტევეს იგი და მიიქცეს ჰურიაებად.
5. რამეთუ ჩუენ სულითა სარწმუნოებისაგან სასოებასა სიმართლისასა მოველით.6. რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელებაჲ, არამედ სარწმუნოებაჲ, სიყუარულისაგან შეწევნული.7. ჰრბიოდეთ კეთილად; ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა-მორჩილებად?
გალატელთა მიმართ თავი 5