მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 5:7

6. რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელებაჲ, არამედ სარწმუნოებაჲ, სიყუარულისაგან შეწევნული.7. ჰრბიოდეთ კეთილად; ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა-მორჩილებად?8. მორჩილებაჲ ეგე არა მისგან არს, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ.
გალატელთა მიმართ თავი 5
7. ჰრბიოდეთ კეთილად; ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა-მორჩილებად?
თავი ი̂. ვითარმედ ჩინებაჲ ჩუენი არა თანამდებ არს წინადაცუეთისა და შჯულისა ქრისტეს ვნებათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჰრბიოდეთ კეთილად; ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად? (5,7).:

თარგმანი: "ვინობაჲ" ესე არა უმეცრებით კითხვითი არს, არამედ გლოვით და გოდებით თქუმითი, ვითარმედ: მიწევნულ იყვენით სრულებასა, და რაჲღა შეგემთხჳა მიერ დამაკუეთებელი სლვათა თქუენთაჲ ჭეშმარიტებისა მიმართ?

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის