თარგმანი: ჴორციელთა ამათ თესლთაგან სახესა მოართუამს საქმეთაებრისა მისაგებელისასა, ვითარმედ: ვითარ-ესე აქა ვერ ეგების ქრთილსა თესვაჲ და იფქლსა მომკაჲ, არამედ რაჲცა სთესო, მასცა მოიმკი, ვითარებისაებრ თესლისა, ეგრეთვე ნუმცა ვინ სცთების აქა ბოროტის მთესვართაგანი, ვითარმცა მუნ მოიმკო კეთილი.
6. ხოლო ეზიარებოდენ უმეცარი იგი სიტყუასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა.7. ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების. რამეთუ რაჲ-ცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს.8. რამეთუ რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთა მიერ თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თჳსსა, სულისაგან თჳსისა მოიმკოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
გალატელთა მიმართ თავი 6