თარგმანი: თესლ ჴორცთა არიან მთრვალობაჲ, შუებაჲ, ნაყროვნებაჲ, უძღებებაჲ ჴორცთაჲ და ყოველი ცოდვაჲ, რომელი ჴორცთა მიერ აღესრულების, — ამათმან მთესველმან მუნ მოიმკოს განუხრწნელი ხრწნილებაჲ სატანჯველისა დაუსრულებელისაჲ, რომელ არს სირცხჳლი და დაშჯაჲ საუკუნოჲ. ეგრეთვე თესლნი სულისანი — მომატყუებელნი ცხორებისა საუკუნოჲსანი არიან: მოწყალებაჲ, სიწმიდე, მარხვაჲ და კრძალულებაჲ ყოველსა შინა, რომლისაგან იშვების ყოველი მწყობრი სათნოებათაჲ.
გალატელთა მიმართ 6:8
7. ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების. რამეთუ რაჲ-ცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს.8. რამეთუ რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთა მიერ თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თჳსსა, სულისაგან თჳსისა მოიმკოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.9. ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თჳსსა ჟამსა მოვიმკოთ, არა თუ მოვმედგრდეთ.
გალატელთა მიმართ თავი 6