..., პკურებათა და სხუათა მსგავსთა ამათთა, რომელთა ქმნაჲ დაღაცათუ წინა-გამომსახველი იყო დიდთა საიდუმლოთაჲ, არამედ მოქმედებაჲ მათი ვერვე განამართლებდა ყოველსა ჴორციელსა. ხოლო "არა იმრუშო" (), "არა კაც-ჰკლა" (), "არა იპარო" () — ესე და მსგავსნი ამათნი, არა ხოლო შჯულისაგან წიგნისა, არამედ თჳთ ბუნებითისაცა მისგან ღმრთივმოცემულისა ესწავებოდეს კაცთა. ამისთჳს, დაღაცათუ ახალი ესე უმაღლესსა ამათსა ასწავებს — ძირითურთ აღმოფხურასა ამათსა, არამედ აწცა იგინიცა საჴმარ და კეთილ არიან, ვითარცა ბუნებით ღმრთივდანერგულნი, მომჭრელნი ოდენ ვნებისა რტოთანი, ხოლო თჳსნი იგი და საკუთარნი შჯულისანი, რომელნი ზემო ვთქუენით, მის ჟამისანი ოდენ იყვნეს შემსგავსებულნი: მადიდებელნი დამცველთანი და მტანჯველნი გარდამავალთანი, ხოლო აწ ყოვლად არღარად საჴმარ არს ჭეშმარიტებასა შინა ჯერეთ პყრობაჲ სახეთაჲ.
გამოსლვათა 20:15
14. არა იმრუშო,15. არა იპარო,16. არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა,
გამოსლვათა თავი 20