...ს მისვე პავლეს თანა ერთ-ჴმა არს, ვითარმედ დაღაცათუ ჴორცნი დასაწუველად მისცნეს კაცმან, თჳნიერ სიყუარულისა არარად სარგებელ ეყოფვის. და ერთისა ამის თავისა ყოველთა სათნოებათაჲსა, სიყუარულისაგან, ჴუებულ ყოფაჲ ზოგად ყოველთა სათნოებათაგან განჴუებულ ჰყოფს მას.
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელმან-იგი თქუა — "ნუ იმრუშებ" () მანვე თქუა: "ნუ კაც-ჰკლავ" (). ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ შჯულისა (2,11).
თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ზოგად ყოველთა მცნებათა გარდასლვისაგან განგუაკრძალებს, რამეთუ ყოველნივე ზოგად მისვე თავადისა ღმრთისანი არიან. ამისთჳს გჳჴმს ძალისაებრი მოღუაწებაჲ ყოველთათჳს, რაჲთა არცა ერთისა მათგანისა გარდამავალ ვიქმნნეთ.
მოციქულისაჲ: ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა შჯულისაგან აზნაურებისა განშჯადნი, რამეთუ საშჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ (2,12-13).
თარგმანი: შჯულად აზნაურებისა უწოდს თუალ-უხუაობასა საუკუნოჲსა საშჯელისასა, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს აზნაურებით და თავისუფლებით შჯად. ამისთჳს უწყალოდ შჯის მათ, რომელთა არა აქავე შეიწყალნენ თავნი თჳსნი მოქცევითა და სინანულითა, არამედ შეჰკადრონ ღმრთისა სულგრძელებასა და მოუქცეველ იქმნნენ ცოდვისა...