📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს სანთელნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა“ (25,1).
კუალად, საყუარელნო, შესაძრწუნებელთა იგავთა წარმოიტყჳს უფალი, რომელნი-ესე გულისხმის-ყოფით ყურად-ვიხუნეთ და გონებათა შინა ჩუენ-თა გუაქუნდინ საჴსენებელად, რამეთუ იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს სანთელნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი იგი მათგანნი იყვნეს სულელნი, და ხუთნი - ბრძენნი. მიიხუნეს სულელთა მათ სანთელნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა სანთელთა მათ თანა. დაყოვნებასა მას მის სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე შემოვალს, აღდეგით და მივეგებვოდით მას. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს სანთელნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: გუეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ წარვედით სავაჭროსა და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძჱ იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაიჴშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენცა! მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღჳძებდით უკუე თქუენცა, რამეთუ არა იცით დღჱ იგი, არცა ჟამი“ (25,1-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა იგავი პირველისა მის მსგავს არს, რომელ-იგი თქუა სარწმუნოჲსა მისთჳს მონისა და უმადლოჲსა. რამეთუ ოთხნი არიან შეწყობით იგავნი ესე, და ოთხნივე ერთსა პირსა გამოსახავენ თითოფერად: იგავი იგი ორთა მათ მონათაჲ, და ათთა ამათ ქალწულთაჲ, და მონა-თა მათ, რომელთა ქანქარნი ერწმუნნეს, და ცხოვართაჲ მათ და თიკანთაჲ. ესე ოთხნივე ერთსა სახესა გუასწავებენ: მოწყალებისათჳს, და რაჲთა ყოვლითა საქმითა, რომელიცა ძალ-გუედვას, სარგებელ ვეყოფოდით მოყუას-თა, რამეთუ შეუძლებელ არს სხუაებრ მიმთხუევად ცხოვრებისა. არამედ სხუანი იგი იგავნი შემოკრებულად ყოველსავე სარგებელსა გამოსახვენ, რომელი ჯერ-არს ყოფად ძმათა მიმართ, ხოლო ქალწულთაჲ ესე იგავი უმეტესად მოწყალებასა მოასწავებს განყოფითა საჴმართაჲთა; და უფიცხეს პირველისა მის იგავისა ყო ესე, რამეთუ მუნ რომელი-იგი ითრვებოდა და სცემდა მოყუასთა და ბოროტად წარმგებელი იყო, იტანჯა, ხოლო აქა რომელი არა სარგებელ ეყოფოდის ძმათა და არა უხუებით განუყოფდეს, რომელი-რაჲ აქუნდეს, მოასწავებს განვრდომად სასძლოჲსა მისგან, ვი-თარცა შეემთხჳა სულელთა მათ.
ხოლო რაჲსათჳს იგავსა ამას შინა პირი ქალწულთაჲ წარმოიღო და არა სხუაჲ რაჲმე პირი თქუა? ესე ამისთჳს, რამეთუ პირველ დიდნი ქებანი წარმოთქუნა ქალწულებისანი, ვითარმედ: „არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. და არა ყოველთა დაიტიონო სიტყუაჲ ესე“.1 და სხუაჲ მრავალი თქუა. და უწყოდა უფალმან, ვითარმედ დიდად აქუს კაცთა საქმჱ ესე, და არსმცა ჭეშმარიტად დიდ. და ჩანს, რომელ არცა ძუელსა შინა შჯულსა დიდთა მათ წმიდათა კაცთა შეუძლეს აღსრულებად, და ახალსა შინა არა დაეწესა ესე საქმჱ შჯულად სიძნელისათჳს მისისა. არცა თქუა ღმერთმან განჩინებით, არამედ ნებასა კაცად-კაცადისასა მიუშუა და თქუა: „რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენო“.
ამისთჳსცა ნეტარი პავლე იტყჳს: „ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუსო“.2 ესე იგი არს, ვაქებო ყოველსა, რომელმანცა წარჰმართოს, ხოლო რომელსა არა ენებოს, არა აღვიძულებ, არცა შჯულად დავსდებ საქმესა ამას. ვინაჲთგან უკუე დიდ არს საქმჱ ესე და ყოველთა მიერ საქებელ, რაჲთა არა ჰგონებდენ, რომელთა ქალწულებაჲ წარჰმარ-თონ, თუ ყოველივე წარუმართებიეს და სრულებისა საზომსა მიწევნულ არიან და სხუანი სათნოებანი უგულებელს-ყვნენ, ამისთჳს იგავსა ამას შინა პირი ქალწულთაჲ შემოიღო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ: ქალწულებასა დაღაცათუ სხუანიცა სათნოებანი აქუნდენ და მოწყალებისაგან ცარიელ იყოს, მეძავთა თანავე და სხუათა ცოდვილთა შეირაცხვის. და ესე საშჯელი ჭეშმარიტ არს, რამეთუ მეძავი იძლია ტრფიალებითა ჴორცთაჲთა, და ესე - ტრფიალებითა საფასეთაჲთა. ხოლო არა სწორ არს ბრძოლაჲ ჴორცთაჲ და საჴმართმოყუარებისაჲ, არამედ ბრძოლაჲ ჴორცთაჲ ფრიად უფიცხეს არს და უმძლავრეს. რაოდენცა უკუე მბრძოლი იგი უფიცხეს იყოს, უფრო არა საბრალობელ არს მის მიერ ძლეული? ჰე, საბრალობელ არს იგიცა, გარნა ესე უმეტესად საბრალობელ არს, რომელი უუძლურესისა მბრძოლისაგან იძლია. ამისთჳსცა სულელ უწოდა მათ, რამეთუ უმეტესი შრომაჲ თავს-იდვეს ქალწულებისაჲ და უდარესისა მისთჳს ყოველივე წარწყმიდეს. ხოლო სანთლად აქა იტყჳს სათნოებასა მას ქალწულებისასა და სიწმიდესა მას უბიწოებისასა, და ზეთად სახელ-სდებს კაცთმოყუარებასა და მოწყალებასა და ჴელის-აპყრობასა ჭირვეულთასა, რომელი-იგი სულელთა მათ არა მოიგეს თანაშემწედ ქალწულებისა.
„დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს“. - კუალად გამოაჩინებს, ვითარმედ მრავალი ჟამი ყოფად არს ვიდრე მოსლვად-
1 მათ. 19,12. 2 1 კორ. 7,25.
მდე მისა, რამეთუ მოწაფენი ჰგონებდეს, თუ ახლოს სადმე არს აღსასრული. ამისთჳს მრავლით კერძო გულისხმა-უყოფს, რაჲთა არა ესრეთ მოელოდენ მახლობელად. და კუალად ამასცა მოასწავებს, ვითარმედ ძილი არს სიკუდილი; და სიკუდილისათჳს იტყჳს: „მიერულაო ყოველთა და დაიძინეს“, რომელ-ესე თანაწარუვალ არს.
„შუვაღამეს ოდენ ღადადებაჲ იყო“. - კუალად გამოაჩინებს, ვითარმედ ღამით ყოფად არს აღდგომაჲ იგი ყოველთაჲ. ხოლო „ღაღადებაჲ“ ესე პავლეცა გამოაჩინა და თქუა: „რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთმთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით“.1 და რაჲ-მე იყოს „ღაღადებაჲ“ იგი და „საყჳრნი“? - ესერა უფალი გუასწავებს „ღაღადებასა“ მას, ვითარმედ: „ესერა სიძჱ მოვალს, აღდეგით და მიეგებვოდეთ“.
„ხოლო აღაგნეს რაჲ სანთელნი, ეტყოდეს სულელნი იგი ბრძენთა მათ: გუეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა“. კუალად სულელ უწოდა მათ, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არავინ არს უსულელეს და უუგუნურეს მათსა, რო მელნი აქა მოიგებენ საფასეთა და მუნ შიშუველნი წარვლენ, სადა-იგი ჭეშმარიტად საჴმარ არს ჩუენდა სიმდიდრე იგი, მოწყალებისა მიერ მოგებული. და არა ამით ხოლო ჯერითა სულელ უწოდა, არამედ ამისთჳსცა, რომელ უჟამოდ ითხოვდეს და ესვიდეს მოღებად, ვინაჲ-იგი ღონე არა იყო, და-ღაცათუ ფრიად სახიერ და მოწყალე იყვნეს ბრძენნი იგი ქალწულნი და ამით სახითა ცხონდეს. და არცა თუ ყოველსა მას ზეთსა ითხოვდეს მათგან, არამედ კნინოდენსა: „გუეცითო ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაშრტებიან“. არამედ არავე მიემთხჳნეს სათხოველსა მას, და არცა სახიერებამან გონებისა ბრძენთაჲსამან, არცა სიადვილემან მის სათხოველისამან, არცა საჭირომან მან საჴმარმან დაარწმუნა მათ მიცემად ზეთისა მის. ამის პირისაგან რაჲ მოგუესწავების? ვითარმედ მას საუკუნესა უკუეთუ კეთილთა საქმეთაგან ცარიელ და შიშუელ ვიპოვნეთ, ვერვის ჴელეწიფების შეწევნად. არა თუ არა ჰნებავს, არამედ ვერ შემძლებელ არს, ვითარცა ესერა ქალწულთა ამათ შეემთხჳა. და ნეტარმანცა აბრაჰამ ესევე მოასწავა, ეტყოდა რაჲ მდიდარსა მას, ვითარმედ: „შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს. და რომელსა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფების“.2 ეგრეთვე ბრძენნი იგი ქალწულნი სულელთა მათ ეტყჳან: „წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა“. ვინ-მე არიან მსყიდელნი მის ზეთისანი? ესენი არიან გლახაკნი, და იგინი აქა არიან. აქავე ჯერ-არს მოგებაჲ და არა მერმესა მას ჟამსა.
ჰხედავა, რაოდენი სარგებელი მოვალს ჩუენდა გლახაკთაგან? აწ უკუე აქავე გჳჴმს შეკრებაჲ ზეთისაჲ, რაჲთა მაშინ ვიჴმაროთ, რამეთუ არა იგი არს ჟამი ვაჭრობისაჲ, არამედ - ესე.
1 1 თეს. 4,16. 2 ლუკ. 16,26.
აწ უკუე, კაცო, ნუ ცუდად წარაგებ საფასეთა შენთა შუებად და ზუაობად, რამეთუ ფრიად საჴმარ არს შენდა ზეთი ჟამსა მას საჭიროსა.
„წარვიდეს იგინი სყიდად“. - უსარგებლო იქმნა შრომაჲ მათი, რამეთუ არა არს მუნ ადგილი ქველისსაქმისაჲ და სინანულისაჲ, ესე ყოველი ჯერარს აქავე მოგებად. ვითარცა-იგი მდიდარსა მას არას ერგო მუნ სინანული და ზრუნვაჲ თჳსთაჲ, ეგრეთვე ესენი წარვიდეს რაჲ სყიდად, მოვიდა სიძჱ იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა, და დაეჴშა კარი, და სხუანი იგი გარე დაშთეს შემდგომად ესოდენთა შრომათა და ესოდენთა ოფლთა, შემდგომად ესოდენისა ბრძოლისა, რომელ ჰბრძოდეს ბუნებასა თჳსსა და მჴურვალებასა მას ჴორცთასა მძლე ექმნეს. ამის ყოვლისა შემდგომად წარვიდეს სირცხჳლეულნი და თავდადრეკილნი. და რაჲ ერგო ქალწულებისა მისგან, ვინაჲთგან სიძჱ იგი ვერ იხილეს, კარი არა განეღო, არამედ ესმა სიტყუაჲ იგი საშინელი, ვითარმედ: „წარვედით, არა გიცნი თქუენ“?
ხოლო ოდეს თავადმან ესე თქუას, მიერითგან რაჲღა არს სასოებაჲ, გარნა მიცემაჲ გეჰენიად, და უფროჲსად თჳთ მებრ ესე სიტყუაჲ უმწარეს გეჰენიისა არს. ესევე სიტყუაჲ მოქმედთა მათცა უშჯულოებისათა ჰრქუა. ხოლო ესე რაჲ აღასრულა იგავი, მეყსეულად თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღჱ იგი, არცა ჟამი“ (25,13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ზედაჲსზედა იტყჳს ამას, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ დიდად სარგებელ არს უცნაურებაჲ იგი ჟამისა მის სიკუდილისაჲ? სადა არიან იგინი, რომელნი მარადის დაჴსნილ და უდებ არიან, და ოდეს ვაბრალობდეთ, იტყჳან, ვითარმედ: ჟამსა სიკუდილისასა დაუტეო ნაქონები ჩემი გლახაკთა? ისმენდინ ამათ სიტყუათა და გულისხმა-ჰყოფდედ, რამეთუ მრავალნი მეყსა შინა წარიტაცნეს და არცა თუ სიტყჳსა თქუმად ჴელ-ეწიფა.
აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ ესე იგავი მოწყალებისათჳს თქუმულ არს და მიცემისათჳს გლახაკთაჲსა; ხოლო მეორე ესე, შემდგომი ამისი, მა-თა მიმართ არს, რომელნი არცა საფასითა, არცა სიტყჳთა, არცა საქმითა, არცა სხჳთა რაჲთავე სახითა ისწრაფიან სარგებელად მოყუსისა, არამედ ყოველივე შურს და ყოველსავე მალვენ.
ხოლო რაჲსათჳს ამას იგავსა შინა მეუფესა გამოსახავს და ზემოსა მას სიძჱ თქუა? რაჲთა სცნა, ვითარმედ ფრიადი თჳსებაჲ და ერთობაჲ აქუს ქრისტესა ქალწულთა მიმართ ჭეშმარიტთა, რომელთა აღიძუარცონ ყოველივე, რომელი-ესე არს ჭეშმარიტი ქალწულებაჲ; ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „უქორწინებელი იგი ზრუნავნ უფლისა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს“.1 ამისთჳს მუნ სიძჱ თქუა, ხოლო აქა მეუფესა იტყჳს, რამეთუ
1 1 კორ. 7,32.
უფალი არს ყოველთაჲ ჭეშმარიტი მეუფჱ. ხოლო ესე იგავი ლუკაჲს თავსა სხუაებრ წერილ არს. ეგრეთ უკუე ვიტყჳ, ვითარმედ სხუაჲ არს იგი იგავი, რამეთუ მუნ ათთა მონათა თითო მნაჲ მისცაო, და ერთისა მისგან თავისა თითოსახენი იქმნეს შრომანი: რომელმანმე ხუთად შეკეცა და რომელმანმე ათად, და ეგრეთვე სასყიდელი მიიღეს, შემსგავსებული საქმისა მის. ხოლო აქა სხუად სახედ წარმოიტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი მეუფჱ გზასა და მოუწესნ მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი; და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერ-თი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და წარვიდა. და მეყსეულად წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და ქმნა მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი. ეგრეთვე რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისა. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა. და წარდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ხუთი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან თჳსმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. და მოვიდა, რომელსა-იგი ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან თჳსმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. შემეშინა და წარვედ და დავჰფალ ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: უკეთურო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. ჯერ-იყო დადებად შენდა ვეცხლი იგი ჩემი სავაჭროსა, და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი აღნადგინებითურთ. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და მონაჲ იგი უჴმარი განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (25,14-30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლადვე ესრეთ არს განგებულებაჲ უფლისაჲ. არა მეყსეულად მოჰჴდის სიტყუასა და ეძიებს საქმესა. რამეთუ ვენაჴისა მისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა“,1 და აწ აქა არწმუნა ქანქარი იგი, რომელ არს ტალანტი, და წარვიდაო, - რაჲთა სცნა სულგრძელებაჲ მისი. ხოლო მოსლვასა იტყჳს მეორესა მას, ოდეს-იგი იქმნას აღდგომაჲ მკუდართაჲ და დაჯდეს უფალი განკითხვად. ხოლო აქა არა იჴსენებიან მუშაკნი და ვენაჴი, რამეთუ არა მთავართა მიმართ ოდენ არს, არცა ჰურიათა სიტყუაჲ ესე, არამედ ყოველთა მიმართ იტყჳს მორწმუნე-თა. და რომელნიმე წარმოუდგებიან და აღიარებენ მის მიერ მიცემულსა მას მადლსა და უჩუენებენ თჳს[ს]ა საქმესა და ჰმადლობენ, რამეთუ მის მიერ მიიღეს მიზეზი საქმისაჲ მის და მისდად აღიარებენ ყოველსავე. ამის-თჳს უფალიცა მადლიერ არს და სახიერით უწესს, რამეთუ სახიერ ექმნეს მოყუასთა, და სარწმუნოდ სახელ-სდებს, რამეთუ ქანქარი იგი განამრავლეს, და უბრძანებს სიხარულსა მას საუკუნოსა შესლვად; ესე არს თავი ყოვლისა ნეტარებისაჲ.
ხოლო უდებმან მან და მედგარმან მონამან ჰრქუა: „უწყოდე, რამეთუ ფიცხელ ხარ“; ამისთჳს „დავჰფალ ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს“. ხოლო უფალმან ჰრქუა მას: „ჯერ-იყო დადებად შენდა ვეცხლი იგი ჩემი სავაჭროსა“. - ესე იგი არს: ჯერ-იყო შენდა თქუმად, სწავლად, ქადაგებად, შერჩულვად, ვედრებად, განზრახვად კეთილისა. უკუეთუ არა გისმენდეს, არა არს ესე ბრალ შენდა.
რაჲმცა იყო ამისა უსახიერეს? კაცნი არა ესრეთ იქმან, არამედ რომელსა მიეცეს სესხი იგი, მასვე თანააც მოჴდაჲცა და მიცემად უფლისა თჳსისა. ხოლო ქრისტე არა ესრეთ ეძიებს, არამედ იტყჳს: „შენდა ჯერიყო დადებად ვეცხლი იგი ჩემი სავაჭროსა, და მემცა მოვიღე იგი აღნადგინებითურთ“. აღნადგინებად სწავლისა იტყჳს საქმისა აღსრულებასა. შენდა ჯერ-იყო უადვილესისა ქმნაჲ და უძნელესისა ჩემდა დატეობად, ხოლო ვინაჲთგან ესოდენ უდებ და მედგარ იქმენ, „მოუღეთ მაგას ქანქარი იგი და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი“, და შემდგომი ამისი.
რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: რომელსა აქუნდეს მადლი სიტყჳსა და სწავლისაჲ სარგებელად ძმათა და არა იქმოდის, მადლსა მასცა წარსწყმედს და სასყიდელსაცა. ხოლო რომელი მოსწრაფებით შურებოდის, უმეტესი ნიჭი მიიღოს მან. და არა ესე ოდენ შეემთხჳა უბადრუკსა მას, რომელ ქანქარი იგი მოუღეს, არამედ ისმინეთ განჩინებაჲ იგი, სავსე დიდითა სიმწარითა: „და მონაჲ იგი უჴმარიო განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“.
ჰხედავა, ვითარ არა ხოლო ანგაჰრნი და მტაცებელნი და ბოროტისმოქმედნი, არამედ უდებნიცა და კეთილისა არამოქმედნი დაისაჯებიან?
1 მათ. 21,33.
სწავლაჲ ოჱ სიყუარულისათჳს და სიმშჳდისა
გულისხმა-ვყვნეთ სიტყუანი ესე, ძმანო, ვიდრეღა გუაქუს ჟამი, და ვიზრუნოთ ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ. მოვიგოთ ზეთი სანთელთა მათთჳს ჩუენთა, განვამრავლოთ ტალანტი იგი, მოცემული ღმრთისა მიერ. უკუეთუ უდებ და უქმ ვიყვნეთ აქა, მუნ არავინ შეგჳწყალოს ჩუენ, რაოდენცა ვტიროდით.
აბრალა თავსა თჳსსა მანცა, რომელი სამოსლითა ხენეშითა შევიდა ქორწილსა მას, არამედ არას ერგო; მისცა ქანქარიცა იგი ერთი დაუკლებელად მონამან მან, არამედ და-ვე-ისაჯა; ევედრებოდეს სულელნიცა იგი ქალწულნი და ჰრეკდეს კარსა, არამედ ცუდად შურებოდეს.
ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი უწყით, ნუ უდებ ვიქმნებით, არამედ ვისწრაფოთ სარგებელ-ყოფად მოყუასთა საფასითაცა და ჴელის-აპყრობითა და თანამზრუნველობითა და ყოვლითა სახითა. რამეთუ ესე არს ტალანტი და ესე არს ქანქარი - კაცად-კაცადისა ძალი, რომელიცა აქუნდეს, გინა თუ საფასე, გინა თუ სწავლაჲ, გინა თუ შეწევნაჲ, გინა თუ რომელიცა რაჲმე საქმჱ, რომლითა აღეშენებოდის მოყუასი გინა თუ სულიერად, გინა თუ ჴორციელად. ნუვინ იტყჳს, თუ: ერთი ტალანტი მაქუს და ვერარას ვიქმ. ჴელ-გეწიფების, კაცო, ერთისა მისცა განმრავლებაჲ; არა უგლახაკეს ხარ ქურივისა მის, არა უსწავლელ ხარ უფროჲს პეტრეს და პავლესა, რომელნი-იგი გლახაკცა იყვნეს და უსწავლელცა, არამედ ვინაჲთგან გულსმოდგინებაჲ აქუნდა [და] სიყუარული და ისწრაფეს სარგებელ კაცთა ყოფად, ამისთჳს ცადმდე ამაღლდეს. რამეთუ არარაჲ ესრეთ სათნო არს ღმრთისა, ვითარ სარგებელ ძმათა ყოფაჲ ჩუენი. ამისთჳს მოუცემიეს ჩუენდა სიტყუაჲ და ჴელნი და ფერჴნი და ძალი გუამისაჲ და გონებაჲ და მეცნიერებაჲ, რაჲთა ესე ყოველი ცხოვრებადცა თავთა თჳსთა და მოყუასთა სარგებელად ვიჴმაროთ. არა გალობად და მადლობად ოდენ საჴმარ არს ჩუენდა პირმეტყუელობაჲ, არამედ სწავლადცა და ნუგეშინის-ცემად ძმათა. უკუეთუ ესრეთ ვიჴმაროთ პირმეტყუელობაჲ, მობაძავ ვიქმნებით მეუფისა, ხოლო წინააღმდგომი თუ ამისი მოვიგოთ, მობაძავ ვიქმნებით ეშმაკისა.
იხილეთ, ვითარ ოდეს-იგი მოციქულმან პეტრე ქრისტჱ აღიარა, ნეტარებაჲ მიიღო, ვითარცა მამისა მიერ ზეცათაჲსა განათლებულმან. ხოლო ოდეს ჯუარ-ცუმისათჳს თქუა: „არა იყოს ესე“,1 შეჰრისხნა მას უფალმან ძლიერად. აწ უკუე ჩუენცა მარადის ესევითართამცა სიტყუათა ვიტყჳთ, რაჲთა ცხად იყვნენ, ვითარმედ ქრისტეს მიერ არიან. რამეთუ არა თუ ოდეს ვთქუა, თუ: ენეა, აღდეგ და ვიდოდე,2 ანუ თუ ვთქუა: ტაბითა, განიღჳძე,3 მაშინ ოდენმცა იყვნეს ქრისტეს სიტყუანი, არამედ უკუეთუ ბოროტისმყო-
1 მათ. 16,22. 2 შდრ. საქმე 9,34. 3 შდრ. საქმე 9,40.
ფელნი ჩემნი ვაკურთხნე, უკუეთუ მდევართა ჩემთათჳს ვილოცო, უკუეთუ ძმასა კეთილი რაჲმე ვასწავო, ქრისტეს სიტყუანი არიან ესევითარნი ესე. უკუეთუ რაჲ ქრისტეს ჰნებავს, მას ვზრახვიდეთ, იყოს ენაჲ ჩუენი მისდად შერაცხილ. რაჲ-მე უკუე ჰნებავს მას?
ყოველივე სიტყუაჲ სიტკბოებისა და სიმშჳდისაჲ ჰნებავს, ვითარცაიგი სახიერებით და სიმშჳდით ეტყოდა წინააღმდგომთა მისთა: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსა მცემ მე?“1 იხილეა სიტყუაჲ ესე სიმშჳდისაჲ? დიდებაჲ აურაცხელსა სახიერებასა მისსა! არა უბრძანა ქუეყანასა დანთქუმად ეშმაკეულისა მის ბოროტისა მონისა, არა დაწუა ცეცხლითა, არამედ ეტყოდა: „რაჲსა მცემ მე?“ ჵ საქმე, სავსე შიშითა და ძრწოლითა! და მარადის ესრეთ ტკბილ და სახიერ იყო სიტყუაჲ მისი და მარადის ასწავლიდა და უმჯობესსა შეაგონებდა.
აწ უკუე შენცა თუ ესრეთ ეტყოდი მბრძოლთა შენთა სიმშჳდით და მოყუასთა - სარგებელად, მოიგო ენაჲ მობაძავი უფლისაჲ, რამეთუ თავადმან თქუა: „რომელმან გამოიყვანოს პატიოსანი უპატიოჲსაგან, ვითარცა პირი ჩემი იყოს“.2 ხოლო ოდეს ენაჲ შენი იქმნეს მობაძავ ქრისტეს ენისა, და პირი შენი - ღმერთშემოსილ, და გული შენი - ტაძარ სულისა წმიდისა, რაჲღამცა იყო სწორ ამის პატივისა? უკუეთუმცა იყო ენაჲ შენი ოქროჲსაჲ და ბაგენი შენნი მარგალიტისანი, არა-ვე-რაჲ არს ესე პატივსა ამას თანა საღმრთოსა.
ჭეშმარიტად პატიოსან არს და საწადელ ენაჲ, რომელმან არა იცოდის გინებაჲ, არამედ - კურთხევაჲ. ხოლო უკუეთუ ვერ მოგიგიეს ჯერეთ ესე საზომი, რაჲთა მწყევართა აკურთხევდე, მოიგე წუთერთ დუმილი და ძჳრსა ნუ იტყჳ, და მერმე წარემატო მასცა საზომსა და იქმნა საშინელ ეშმაკ-თა. რამეთუ იხილოს თუ მან ბოროტმან შენ თანა ენაჲ ქრისტეს მობაძავი, ივლტოდის შენგან, ვითარცა ცეცხლისაგან, რამეთუ იცნობს იგი სახესა მას სამეუფოსა, უწყის საჭურველი იგი, რომლითა იძლია (ესე არს სიმშჳდე და სახიერებაჲ), ოდეს მთასა ზედა მოუჴდა უფალსა, და უფალმან დააკუეთა იგი და განჴადა; არა თუ გამოაჩინა თავი თჳსი, ვითარმედ ქრისტე არს, და ესრეთ იოტა, არამედ სიტყჳთა სიმდაბლისა და სიმშჳდისაჲთა მოინადირა.
ეგრეთვე შენ იქმოდე, ძმაო, ოდეს იხილო კაცი ეშმაკისა მიმსგავსებული, ეგრეთვე მძლე ექმნენ. მოუცემიეს უფალსა ჴელმწიფებაჲ ბაძვად მისა ძალისაებრ ჩუენისა. ნუ გეშინინ ამის სიტყჳსაგან, უფროჲსად გეშინოდენ არაბაძვად მისა, რომელი-იგი ამისთჳს მოვიდა, რაჲთა ყოვლისა სათნოებისა სახე მოგუცეს ჩუენ. მიემსგავსე მისთა სიტყუათა და იქმნე მობაძავ მისა. ესე უაღრეს არს წინაჲსწარმეტყუელებისა; რამეთუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ მადლი არს ღმრთისა მიერ, ხოლო ესე ყოვლითურთ შრომათა და ოფლთა შენთაგან იქმნების. ასწავე სულსა შენსა გამოსახვად შენ შორის ენასა ქრისტეს მიმსგავსებულსა; ჴელ-ეწიფების, უნდეს თუ მისი გა-
1 იოან. 18,23. 2 იერ. 15,19.
მოსახვაჲ. და ვითარ-მე გამოისახვის იგი, რომლითა ნივთითა ანუ რომლი-თა წამლითა? ნივთითა და წამლითა არცა ერთითა, არამედ სათნოებითა და სიმდაბლითა. რამეთუ გინებათა მიერ და წყევათა, ძჳრის-ზრახვათა და ცილფიცებათა მიერ გამოისახვის ენაჲ ეშმაკისაჲ. ოდეს ყოველსა ვინ მისა ზრახვიდეს, მისი ენაჲ აქუნდეს. დიდი უკუე საშჯელი მოიწიოს ჩუენ ზედა, უკუეთუ ენაჲ იგი, რომლითა ღირს ვიქმნენით მოღებად ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, ვყოთ იგი მობაძავ ეშმაკისა. ხოლო უკუეთუ ყოველივე ბოროტი მოვსპოთ ჩუენგან და მარადის კეთილსა ვიტყოდით, მაშინ გამოისახვის პირსა ჩუენსა ენაჲ ქრისტეს მობაძავი. უკუეთუ ესევითარი მოვიგოთ ენაჲ, კადნიერებით ვეტყოდით ღმერთსა, დაჯდეს რაჲ საყდართა ზედა, და ისმინოს ჩუენი. ხოლო ესევითარი თუ ენაჲ არა გუაქუნდეს, არა ისმინოს ჩუენი, ვითარცა მსაჯულმან, სხჳთა ენითა მზრახვალმან, არა ისმინოს უცხოთესლისა ვისმე ენაჲ.
ვისწაოთ უკუე სიტყუად წესისაებრ მეუფისა ჩუენისა: უკუეთუ გლოასა შთაჰვარდე, ეკრძალე, რაჲთა არა მიდრკეს ენაჲ შენი უწესოებად, არამედ იტყოდე, ვითარცა ქრისტესგან ისწავე, რამეთუ იგიცა ცრემლოდა ლაზარესთჳს; უკუეთუ შიშსა შთაჰვარდე, იგივე წესი მოიგე, ვითარცა ქრისტესგან ისწავე, რამეთუ იგიცა ოდესმე შიშსა მიეცა ჩუენთჳს ბუნები-თა მით კაცობრივითა; თქუ შენცა: „არა ვითარ-იგი მე მნებავსო, არამედ ვითარცა შენ გნებავს“;1 უკუეთუ სცრემლოდი, ესრეთ მდუმრიად ცრემლოდი, ვითარცა იგი. უკუეთუ მწუხარებასა შთაჰვარდე, იგივე წესი იპყარ. ისმინე, ვითარ იტყოდა: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე“.2 რამეთუ ყოველსავე ზედა სახჱ მოგცა, რაჲთა ჰბაძვიდე მას. ესრეთ თუ სცხონდებოდი, ნეტარ იყოს შენდა, უკუეთუ მის მიერ დადებული წესი დაიმარხო ჟამსა მწუხარებისასა, ჟამსა ურვისასა, ჟამსა გლოვისასა და ყოველსავე საქმესა შინა.
იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“.3 უკუეთუ იქმნა მშჳდ და მდაბალ, მეგობარ იყო ქრისტესა, ვითარცა წერილ არს მოსესთჳს, ვი-თარ „იყო უმშჳდეს ყოველთა კაცთა“.4 ამისთჳს ეწოდა მსახურ და მონა ღმრთისა, და „ეტყოდა მას ღმერთი პირისპირ, ვითარცა ვინ ეტყჳნ მეგობარსა თჳსსა“.5 უკუეთუ ესე წესი მოიგო, ამასცა სოფელსა სანატრელ იყო და საუკუნეთა მათ სატანჯველთა პირი არა იხილო, არამედ კადნიერებით წარსდგე საშინელსა მას სამშჯავროსა და ზეცისა სასუფეველსა მკჳდრ იქმნა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ დიდებაჲ არს თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 მათ. 26,39. 2 მათ. 26,38. 3 მათ. 11,29. 4 რიცხ. 12,3. 5 გამ. 33,11.